Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მოსახლეობას 4 თვის დასუფთავების გადასახადი ჩამოეწერება

თარიღი : 8-04-2021, 11:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში, კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, ქუთაისში მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ან მუნიციპალურ ნარჩენებს წარმოქმნიან, დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ ვისაც უკვე გადახდილი აქვთ, 2021 წლის დეკემბრის, იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა პირად სააბონენტო ბარათზე აესახებათ. დადგენილებას "კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" ქუთაისის საკრებულო უახლოეს პერიოდში მიიღებს.

"დეკემბრის, იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების დასუფთავების გადასახადი ქუთაისის მოსახლეობას ჩამოეწერება. ამის შესახებ სულ მალე მიიღებს ქალაქის საკრებულო შესაბამის დადგენილებას. მათ, ვინც უკვე გადაიხადა, გადახდილი თანხა დაუჯდებათ ბალანსზე (პლიუსში)"-აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

პირებმა, რომელთაც შეღავათებით სარგებლობა არ სურთ, მერიის შესაბამისს სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 266-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის თენგიზ თოფურიძის განცხადებით, ქალაქის მერიის ნარჩენების სამსახურმა წელს მოსახლეობისაგან
ქუთაისში, უფასო პარკირებასთან დაკავშირებით ქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების
„ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა...ჩვენი პასუხისმგებლობა“

ამინდი