Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

5 პროექტი, რომელიც იმერეთის რეგიონში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

თარიღი : 8-04-2021, 10:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოში ევროკავშირის ოფისის პროექტების განყოფილების უფროსი სიგრიდ ბრეტელი ადგილზე გაეცნენ.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში 5 პროექტი უკვე დაფინანსდა. კერძოდ, საჩხერეში ეწყობა რეკრეაციული ზონა, რეაბილიტაცია უტარდება ბიზნესის განვითარების და ტურიზმის მომსახურების ცენტრს ბაღადათში. ასევე, პროგრამის ფარგლებში ვანში უკვე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლაბაჯოურის უბნის საავტომობილო გზასა და საფეხმავლო ხიდს, ტყიბულში, სოფელ საწირეში მოეწყო საავტომობილო გზა, ხოლო სამტრედიაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დასასვენებელ სკვერს.

ვიზიტის ფარგლებში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებთან ერთად, ის ლოკაციებიც დაათვალიერეს, რომელთა დაფინანსების შესახებ წინადადებები მუნიციპალიტეტებს წარდგენილი აქვს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დახმარება იმერეთის მხარისთვის. ჩვენ უკვე 2 200 000 ლარის პროექტები განვახორციელეთ. წელს ვგეგმავთ იმერეთში დაახლოებით 9 000 000 ლარის პროექტების განხორციელებას, რაც თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება“ - ზვიად შალამბერიძე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის თქმით, პროექტები რომლებიც უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ არის შერჩეული, მიმართული არის ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის წახალისებისთვის.

,,რეგიონალური განვითარების სფეროში ევროკავშირის 50-წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოყენებულია ადგილობრივი განვითარების ერთიან კონტექსტში განხილვის ინტეგრირებული მიდგომა და, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესის თბილისიდან რეგიონულ დონეზე გადატანისა და საუკეთესო იდეების რეალიზებისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად მუნიციპალიტეტების ერთმანეთისთვის კონკურენციის ხელშეწყობა. ახლა ადგილზე ვეცნობით შედეგებს იმერეთში და აქ ნანახი ინიციატივები იმედისმომცემია. დიდი იმედით შევყურებ მომდევნო 2 წლის განმავლობაში სხვა ინიციატივების გაცნობას, რომელსაც აღნიშნული საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს,“ - აღნიშნა სიგრიდ ბრეტელმა.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (EU4 Integrated Territorial Development Programme) მიზანია წინასწარ შერჩეულ საპილოტე რეგიონებში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

2020-2022 წლებში საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. საგრანტო პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ.

პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეგიონებში გასულ წელს 5 მილიონ ლარამდე ღირებულების 11 პროექტი დაფინანსდა, აქედან 5 პროექტი იმერეთში განხორციელდა.


ნანახია: 107-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონფერენციის მთავარ მიზანს ENPARD-ის კოოპერეტივების განვითარების კომპონენტის განხორციელების 3-წლიანი პერიოდის შემაჯამებელი

ამინდი