Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ბავშვებს ვაძლევთ ფართო ასპარეზს, რათა გამოაჩინონ თავიანთი ნიჭიერება,’-დირექტორი და სკოლა იმერეთში, რომლის ისტორიაც გაგაოცებთ

თარიღი : 8-04-2021, 08:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
27 წელი საგანმანათლებლო სფეროში - იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topenws.com.ge-ს რესპონდენტი მანუჩარ ფანჩულიძეა. პროფესიით ისტორიკოსი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლას წლებია ხელმძღვანელობს. გვიყვება, რომ თავად ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. ყველაფერი პრაქტიკებით დაიწყო. 20 წლის ასაკში უკვე სკოლაში ისტორიის საგანს ასწავლიდა. გაიარა გარკვეული ეტაპები და 2011 წლიდან, სკოლის დირექტორიც გახდა.
https://i.postimg.cc/QdWPm2ZX/9-F4-E1-C6-A-077-D-4018-9914-9-D081-C56-BBF5.jpg
"მე თვითონ ამ სკოლაში ვსწავლობდი. მეორე კურსიდან პრაქტიკები რომ დამეწყო, პრაქტიკებზეც ჩემს სკოლაში ვიყავი. მერე მასწავლებელი გავხდი. ძალიან მომწონდა თავიდანვე პედაგოგობა, მასწავლებლების გავლენაც იყო. ძლიერი ისტორიკოსები მასწავლიდნენ სკოლაში და მათ შემაყვარეს საგანი, თან კითხვა ძალიან მიყვარდა და ამანაც განაპირობა ისტორიის მიმართულების არჩევა. 19-20 წლის უკვე მასწავლებელი ვიყავი. მაშინ ჩემსა და მოსწავლეებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ იყო, ამიტომ თავიდანვე მათი მეგობარი და თანამოაზრე ვიყავი. შემდეგ დირექტორის მოადგილედ დავინიშნე აღმზრდელობით დარგში, ამის მერე სასწავლო ნაწილად, 2011 წლიდან კი სერტიფიცირებული დირექტორი გავხდი. 2018 წელს თერჯოლის ვიცე-მერად დავინიშნე, თუმცა სკოლას ვერ შეველიე, ვერ მოვწყდი და კვლავ დავბრუნდი დირექტორის პოზიციაზე. უზომოდ შეყვარებული ვარ ამ სკოლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში არაჩვეულებრივი კოლექტივი მყავდა, საოცარ ხალხთან მომიწია ურთიერთობა ამ ორი წლის მანძილზე, სკოლის გარეშე ყოფნა მაინც არ შემეძლო,"-ამბობს მანუჩარ ფანჩულიძე.
https://i.postimg.cc/pLpxHcN7/33-AD895-F-ADE5-4-BAE-A89-D-55-F198365-F6-A.jpg
საუბრობს ძევრის საჯარო სკოლის გამორჩეულობაზეც. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სკოლას პროფესიონალი, კვალიფიციური პედაგოგები ჰყავს და ყველა საგანი მაღალ დონეზე ისწავლება, დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებასაც, რაც ასე მნიშვნელოვანია.

"ჩვენ გარშემო ძალიან ძლიერი სკოლებია, ასე რომ კონკურენტულ გარემოში ვართ. ჩვენი სკოლა ძალიან ძველია, 5 კორპუსისგან შედგება. შეიძლება ითქვას, რომ არასტანდარტულ შენობაში ვართ. ამიტომ, განსხვავებულები რომ ვყოფილიყავით, დავიწყეთ სხავდასხვა აქტივობის განხორციელება, მათ შორის ბანაკების. გვაქვს ინგლისურის ბანაკი, ინტელექტ ბანაკი, მანსანკან ბანაკი, სათავგადასავლო ბანაკი, ისტორიის ბანაკი და ა.შ. ასე დავყავით იმიტომ, რომ კონკრეტულად ფოკუსირებულ ჯგუფებს შევეხოთ. ამასთან, ვაწყობთ საკვირაო სკოლებს სხვადასხვა თემატიკის მიხედვით. გვყავს ბეისბოლის გუნდი, საკმაოდ წარმატებული. რასაც ატარებს ჩვენი ფედერაცია, ყველაფერში ვიღებთ მონაწილებას. ბავშვებს ვაძლევთ ფართო ასპარეზს, რათა გამოაჩინონ თავიანთი ნიჭიერება.
https://i.postimg.cc/jdk0Z6Wh/8645-FB00-E3-F3-4-BEB-98-A4-CEFAA0-A2-E92-D.jpg
ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ არაფორმალურ განათლებას. გვყავს პარტნიორი სკოლები, სხვადასხვა ორგანიზაცია, ვუტარებთ ბავშვებს ტრენინგებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ლიდერობაზე. მოხდა ბავშვების გადამზადება როგორც ლიდერებად. ამდენად, ბავშვები განაგებენ თვითონ ბანაკებსაც, საკვირაო სკოლებსაც. ასევე, ლექტორთა ჯგუფია სკოლაში, სადაც დაბალკლასელებიც კი გამოდიან და მოხსენებებს აკეთებენ. ყველაფრის ორგანიზატორები ბავშვები არიან. ჩვენ, მასწავლებლები უბრალოდ თვალყურს ვადევნებთ, მათ გვერდში ვართ. ყველანაირი ტექნიკა, ყველანაირი საშუალება შევუძინეთ, მათ შორის დრონიც და აშუქებენ ყველაფერს, აქვეყნებენ ფოტოებს, ვიდეობს. აქედან უყალიბდებათ მათ ორატორობის უნარი, აუდიტორიასთან წარდგენის უნარი, წარმოიდგინეთ მეორე კლასელი ბავშვი რომ მოხსენებას კითხულობს 80-კაციანი აუდიტორიის წინაშე, რამდენს ნიშნავს. სკოლის 100-ვე პროცენტი ჩართულია ყველა აქტივობაში. ამასთან, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა მნიშვნელოვან თარიღზე ვაკეთებთ ღონისძიებებს. ასევე, ჩვენი კურსდამთავრებულები მოდიან და ბავშვებს უტარებენ ლექციებს. ვცდილობთ, პატარების თვალწინ იტრიალოს ისეთმა ხალხმა, რომ მაგალითი აიღონ მათგან. სკოლაში გვაქვს სიკეთის კლუბიც. წელიწადში რამდენჯერმე სკოლაში გროვდება საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და გაჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით. ჩვენ მწვანე სკოლა ვართ, ერთი მწეველიც არ გვყავს. ჩხუბსა და ბულინგზე აღარაფერს ვამბობ. ბოლო ზარზე კი სკოლას, ფაქტობრივად იუბილეს ვუხდით, სადაც მოწვეულები არიან სკოლის პირველი კურსდამთავრებულები, ყოფილი მოსწავლეები, მასწავლებლები. მოკლედ, ერთი დიდი ზეიმი გვაქვს, საოცარი დღეა ხოლმე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პედაგოგების, მოსწავლეების გარეშე შეუძლებელია რაღაც წარმატებას მიაღწიო. ეს არ არის ერთი ადამიანის, ეს სრულიად სასკოლო საზოგადოების წარმატებაა,"-ამბობს მანუჩარ ფანჩულიძე.

ამბობს, იმასაც რომ არც ერთი წუთით ადაფიქრებულა სწორი იყო თუ არა მისი პროფესიული არჩევანი, მეტიც:
https://i.postimg.cc/4d8BsPRL/7792-FFA3-6-D2-C-43-F5-9-E7-C-148-D0-B597-D7-E.jpg
"ათასჯერ რომ გავჩნდე დედამიწაზე, ათასჯერ რომ მქონდეს ამ სამყაროში მოსვლის საშუალება, არც კი დავფიქრდები, ისევ იმ გზას გავივლი, რასაც სკოლა და პედაგოგობა ჰქვია,"-ამბობს რესპონდენტი.

ძევრის საჯარო სკოლაში 125 მოსწავლე სწავლობს. სკოლა 1952 წლიდან არსებობს და მომავალ წელს, 70 წლის გახდება.
https://i.postimg.cc/kMK2r4N8/47-BA4-EF0-1112-4-F2-F-9-C67-C2-E715-F752-F8.jpg
ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 776-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015"-ში დამეგობრებული 15 დღის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის 170 მოსწავლე დაისვენებს.
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გიორგი ფანჩულიძესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან
გამგებელი ბანაკის მონაწილეების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო.

ამინდი