Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ხარაგაულის საავადმყოფოს ესტუმრა

თარიღი : 7-04-2021, 17:55 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის საავადმყოფოს ესტუმრა.

“დღეს, მძიმე ვირუსთან გამკლავების პროცესში განსაკუთრებით დამოკიდებული და მადლიერი ვართ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანზე. შეუფასებელია ის შრომა, რაც თქვენ გასწიეთ პანდემიის პერიოდში. გვინდა ყურადღება გამოვხატოთ, და გითხრათ, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ბრძანდებით. გისურვებთ ხშირად განგეცადოთ პაციენტების გამოჯანმრთელებით მიღებული ბედნიერება და კიდევ მეტად დაფასებული იყოს თქვენი საქმიანობა," - მიმართა ვარლამ ჭიპაშვილმა მედპერსონალს.

ხარაგაულის საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ამურველაშვილმა აღნიშნა, რომ მათ წარმატებით გაართვეს თავი კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას, მოხდა კიდევ უფრო მეტი ნდობის გაჩენა მოსახლეობასა და მედპერსონალს შორის, რის შედეგადაც მომართვიანობა გაიზარდა.

“დღევანდელი კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების და ყურადღების გამახვილება, რომ თითოეულ ადამიანს, აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება,”-ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.


ნანახია: 126-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი