Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაიას მეგობარი: ყოველდღე მირეკავს, ამბობს: დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობასო

თარიღი : 7-04-2021, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
პოლიტიკოსი გოგი წულაია ამ დრომდე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში რჩება. როგორც პოლიტიკოსის მეგობარმა ლევან ჟღენტმა იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადა, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

"გოგი ისევ ციხის საავადმყოფოში ჰყავთ. შიმშილობა შეწყვიტა, პირდაპირ საჭმელს ვერ მიიღებდა და ხილის მიღება დააწყებინეს. თავს შედარებით უკეთ გრძნობს. ყოველ დღე მირეკავს, ამბობს: დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობასო. მისი მხარდამჭერი აქციების ჩატარებას გავაგრძელებთ. კვირა არ გავა, აქცია რომ არ ჩატარდეს, თბილისშიც და ქუთაისშიც,"-განაცხადა ლევან ჟღენტმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსს სასამართლო ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად გოგი წულაია თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის თავს ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლად და ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს. წულაია პროტესტის ნიშნად, დაკავების პირველივე დღიდან შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გოგი წულაიას საქმეზე, მომდევნო სასამართლო პროცესი 10 მაისსაა ჩანიშნული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 252-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი