ქუთაისის ოპერის თეატრი მაყურებელს ‘სოფლის ღირსებას’ შესთავაზებს
თარიღი : 7-04-2021, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ოპერის თეატრი 8 აპრილს, მაყურებელს შეხვდება და პიეტრო მასკანის "სოფლის ღირსებას" წარმოადგენს. სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.
"ხვალ, 8 აპრილს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი კვლავ უმასპინძლებს თავის ერთგულ მსმენელს, რომელთან განშორება კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ჯერ კიდევ 2020 წელს. თუმცა, შეგახსენებთ, რომ 52-ე სეზონის გახსნა ერთგანყოფილებიანი კონცერტით მაინც მოახერხა თეატრმა გასული წლის 14 ოქტომბერს, ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ, ე.წ. "მწვანე თეატრში".
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და დაწესებული რეგულაციების შესაბამისი შემზღუდავი ნორმების სრული დაცვით, ამჯერად უკვე თეატრის სცენაზე შედგება პიეტრო მასკანის შედევრის, ერთმოქმედებიანი ოპერის "სოფლის ღირსების“ წარმოდგენა"- აცხადებენ ოპერის თეატრში.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი მაია გაჩეჩილაძეა, დამდგმელი მხატვარი -თემურ არსენიძე, მხატვარ-შემსრულებელი კი - ირაკლი სვანიძე. სპექტაკლი 17:00 საათზე დაიწყება და შესვენების გარეშე ჩატარდება.
ავტორი: ქეთი გელაშვილი