Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში სოფელ მოლითის სკოლა და საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა

თარიღი : 7-04-2021, 11:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცვლება. მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოფელ მოლითის საბავშვო ბაღი, სადაც ორ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, ორშაბათამდე დაიკეტება. ასევე, სწავლას დროებით შეწყვეტს მოლითის საჯარო სკოლა, სადაც ერთი მოსწავლე კოვიდდადებითი აღმოჩნდა.

მერიაში დღეს გამართულ თათბიტზე, მერის პირველ მოადგილესთან ვარლამ ჭიპაშვილთან მერიის სოციალური სამსახურის, ზედამხედველობის სამსახურის, ა(ა)იპ ,,ჯანდაცვის ცენტრის“, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა პირებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ხარაგაულში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

"მოვისმინეთ დეტალური ინფორმაცია და ვიმსჯელეთ ხარაგაულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ. მუნიციპალიტეტის მერისგან, კობა ლურსმანაშვილისგან მივიღეთ დავალება მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მხრივ საკითხები პირად კონტროლზე ავიყვანოთ და ჩვენი უფლებამოსილების და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციით გამოწვეული პრობლემებით დაზარალებულ ოჯახებს,"-განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.

დახმარება მოიცავს:

აუცილებელი საჭიროებისას ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
ვაქცინაციის რეგისტრაციისას შესაბამისი პროცედურების სწორად გავლაში დახმარებას;
ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენასა და ეფექტურ რეაგირებას;
სოციალური პროგრამებით სარგებლობით მომართვიანობისას კოვიდ დაზარალებული ოჯახების განცხადებების დროეულად განხილვასა და რეაგირებას.

"ამ ეტაპზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში მაქსიმალურად არის რეკომენდაციები დაცული და მაქსიმალური ყურადღებაა მობილიზიებული რომ მინიმუმამდე იყოს შემთხვევები დასული. სატრანსპორტო შეზღუდვებისას ხარაგაულის მერიის ხელშეწყობით, დაქირავებული იქნა სატრანსპორტო საშუალება სასწრაფო დახმარების პერსონალის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის მიერ ხდება ყველა იმ ბენეფიციარის დახმარება, ვისაც ჯანმრთელობის მდომარეობის გამო, ან უკიდურესი ეკონომიური გაჭირვების გამო გადაადგილება არ შეუძლია, კოვიდ ინფექციის კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში, სწრაფი ტესტის ჩასატარებლად თანამშრომლები ბინაზე გადიან. ზედამხედველობის სამსახურის მიერ კიდევ ერთხელ შემოწმდება ხარაგაულში არსებული სამეწარმეო ობიექტები და მერიის უფლებამოსილების ფარგლებში მიეცემათ გაფრთხილებები სრულად დაიცვან რეკომენდაციები,"-აცხადებს ვარლამ ჭიპაშვილი.


ნანახია: 221-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი