ხარაგაულში, მაღალმთიან სოფელ ნუნისში გზა ეწყობა
თარიღი : 7-04-2021, 10:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულში, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ნუნისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი პირველ მოადგილესთან ვარლამ ჭიპაშვილთან და მოადგილესთან, დავით დევდარიანთან ერთად პირადად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ნუნისის ხიდიდან სოფლის ეკლესიამდე 1315 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება. მოეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ,,გგ“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 217 042 ლარს შეადგენს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2018 წელს დაფინანსდა, თუმცა მშენებელმა კომპანიამ პროექტი ვერ დაასრულა. მოხდა პროექტის ხარჯთაღრიცხვის შეცვლა.
მერის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტმა მიიღო თანადაფინანსება და ახალი ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული გზით ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.