Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ხარაგაული ამაყობს მდიდარი სპორტული წარსულით,’-მუნიციპალიტეტში სპორტის დღე აღინიშნა

თარიღი : 6-04-2021, 20:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
6 აპრილს მსოფლიოში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით
ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში“ დღეს საზეიმო შეკრება ჩატარდა.

ღია სივრცეში დაგეგმილი სხვადასხვა სახის აქტივობა უამინდობის გამო, დახურულ სივრცეში გაიმართა.

საზეიმო შეკრებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის სახელით წარმატებული სპორტული მოღვაწეობისთვის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ ახალგაზრდა და პერსპექტიულ სპორტსმენებს ევსემ შველიძეს და ვახტანგ ნიქაბაძეს, რომლებიც თავისუფალ ჭიდაობაში ხარაგაულის სახელით ასპარეზობენ.

მადლობის სიგელები ახალგაზრდებს მერის მოადგილემ დავით დევდარიანმა და მერის თანაშემწემ ჟანა ნემსაძემ გადასცეს.

მერიის კულტურის სამსახურის მიერ მადლობის სიგელები გადაეცათ სხვადასხვა სპორტულ წრეებში გაერთიანებულ ბავშვებს.

წამახალისებელი პრიზები მიიღეს, ყველაზე პატარა სპორტსმენებმაც.

“არასოდეს მიატოვოთ სპორტი, ეს ჯანმრთელობის საწინდარია. ხარაგაული ამაყობს მდიდარი სპორტული წარსულით და თქვენზეა დამოკიდებული, რომ ხარაგაულის სპორტის ისტორია კვლავ გამორჩეული იყოს,“ - აღნიშნა დავით დევდარიანმა.

ხარაგაულის ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ში 12 სპორტული სექცია და 27 ჯგუფი ფუნქციონირებს.

ცენტრში 450 მოსწავლე ვარჯიშობს, მათ შორის 389 ვაჟი და 61 გოგონა.

სპორტის საერთაშორისო დღე გაერომ 2013 წელს დააწესა. 1896 წელს პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები სწორედ 6 აპრილს დაიწყო და აქედან გამომდინარე ეს დღე სპორტის საერთაშორისო დღედ დაწესდა. საქართველო აღნიშნულ თარიღს 2014 წლიდან უერთდება.


ნანახია: 188-ჯერ

მსგავსი სიახლეები
27 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, კუნგ-ფუ სანდოში (მწვრთნელი ზვიად კურტანიძე) ლაგოდეხის ღია
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვახანში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მერაბ არევაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა. 

ამინდი