Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მერმა სპორტული მიღწევებისთვის მწვრთნელებს და მათ აღსაზრდელებს თასი, სიგელები, მედლები და სპორტული აქსესუარები გადასცა

თარიღი : 6-04-2021, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სპორტის საერთაშორისო დღეს შეუერთდა. ღონისძიება მიხეილ სალაძის სპორტულ - გამაჯანსაღებელ ცენტრში გაიმართა და მას ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად ესწრებოდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტული მიღწევებისთვის მწვრთნელებს და მათ აღსაზრდელებს თასი, სიგელები, მედლები და სპორტული აქსესუარები გადასცეს.

ზესტაფონის მერმა სპორტულ საზოგადოებას სპორტის დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამის ხელშესაწყობად ყველაფერს გააკეთებს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ყველა შეუერთდა „თეთრი ბარათის“ კამპანიას, რომელიც სპორტის საერთაშორისო დღეს იმართება და მისი დევიზია „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“.


ნანახია: 135-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ
ქალაქში მსოფლიოს სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

ამინდი