Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მაჟორიტარი: საქართველოში უნდა აშენდეს არა ერთი, არამედ ორი, სამი, ოთხი და კიდევ მრავალი ჰესი

თარიღი : 6-04-2021, 11:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რათა ქუთაისელი მოქალაქეების სათქმელი პარლამენტში გააჟღეროს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ტელეკომპანია "რიონის" ეთერში ისაუბრა.

"ჯერ მხოლოდ 4 თვეა გასული, მაგრამ ამ პერიოდში მაქსიმალურად, რაც შეიძლებოდა გამოვიყენეთ ძალიან მაღალი ტრიბუნა საქართველოსთვის, ეს არის პლენარული, კომიტეტის სხდომები, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ის, რაც ქუთაისის, მისი მოსახლეობის სათქმელია პარლამენტში. იცით, რომ ადრე სამი მაჟორიტარი ჰყავდა ქუთაისს, ახლა ერთი ჰყავს, მაგრამ მე ვთვლი და ჩემი მეგობრებიც, ჩვენი ამომრჩევლებიც თვლიან, რომ დასაწყისისთვის კარგია, გაჩერებას არ ვაპირებთ და ყველა იმ პრობლემას, რომელიც წინასაარჩევნოდ დავსახეთ ამომრჩეველთან ერთად, აუცილებლად გავაჟღერებთ. მთავარი აქცენტი მაინც სოციალურზე იქნება, იმაზე, რაც დღეს მოსახლეობას სჭირდება, პლიუს ამას უმუშევრობა, ვალუტის კურსი და ა.შ. ეს ყველაფერი დაგროვილია მოსახლეობაში. მე მესმის, სწორ გულისტკივილსაც იწვევს ჩვენს მოქალაქეებში, ამიტომ მაქსიმალურ ყურადღებას ვამახვილებთ პარლამენტში, ჩვენს მთავრობასთან და რა თქმა უნდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად,"-განაცხადა ლომინაძემ.

ზაზა ლომინაძე ჩაშლილ მოლაპარაკებებსაც ეხმაურება.

"როდესაც ვსხდებით მაგიდასთან და ვიწყებთ მოლაპარაკებას, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ დათმობაზე. აქცენტირება პოლიტიკურ პატიმრებზე, მე ვთვლი რომ არ არის სწორი. მით უმეტეს, რომ ადამიანი, რომელიც იძახის არ გადავიხდი და ვერ დამიჭერო, არ არის ხომ ასე? სახელმწიფო იმისია, რომ მისი კანონის უზენაესობა არის მთავარი. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს ვესაუბროთ საქართველოს გადარჩენაზე, ხვალინდელი დღის წარმატებაზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე, არ გვჭირდება ჩვენ სხვა ჩამრევი, თუ ჩვენ ერთმანეთს დაველაპარაკებით?"-აცხადებს ლომინაძე.

მაჟორიტარი ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციების შესახებაც და ამბობს, რომ საქართველოში არა ერთი, არამედ მრავალი ჰესი უნდა აშენდეს, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ საქართველოში უნდა აშენდეს არა ერთი, არამედ ორი, სამი, ოთხი და კიდევ მრავალი ჰესი იმისათვის, რომ მთელს მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ენერგეტიკაზე, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის მხოლოდ ორი მდინარე, სადაც შეიძლება ძლიერი ჰესების აშენება, ეს არის ენგური და რიონი. ეს გადაწყვეტილება მოდის ჯერ კიდევ 70-80-იანი წლებიდან, რომ ნამახვანჰესი უნდა აშენებულიყო. იყო 3-კაშხლიანი, ახლა ჩამოვედით 2-კაშხლიანზე. ანუ შეკითხვა ბევრია და მათ პასუხი უნდა გავცეთ, რომ დავაკმაყოფილოთ საზოგადოების მოთხოვნა. კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რომ ეს არის უსაფრთხო, ეს არის სხვა ჰესი, ეს არის აუცილებელი, ამით საქართველო და ჩვენი შვილები მოიგებენ,"-განაცხადა ლომინაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გაიმარჯვა. ზაზა ლომინაძე მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქუთაისის წარმომადგენელი იქნება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 780-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„დავიღალეთ ქუთაისის უპატრონოდ ყოფნით“ - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
აღნიშნული კანდიდატურა მოსახლეობას პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა

ამინდი