Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონს მალე ახალი პროფესიული სასწავლებელი შეემატება

თარიღი : 6-04-2021, 10:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.

„სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლევან კიკნაველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი ფუნქციონირებას 2021-2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


ნანახია: 205-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
საერთო საცხოვრებელში ამ დროისათვის არსებულ ვითარებას და დაგეგმილ სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერის მინისტრის პირველი მოადგილე

ამინდი