კულტურის მინისტრი გელათის რესტავრაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის დოკუმენტაციას ეძებს
თარიღი : 5-04-2021, 22:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს 2008 წლიდან დღემდე, გელათის სარესტავრაციო პროცესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება მოსთხოვა. სააგენტომ ექსპერტებით დაკომპლექტებულ ჯგუფს დეტალური ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.
"როდესაც პრობლემები ჩაისახა 2008 წლიდან და მიმდინარეობს სულ, უახლოეს წარსულამდე, რა თქმა უნდა ძნელია რაიმე ტიპის ჯადოსნური ჯოხივით გამოსავლის მოძიება მოკლე ვადაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით და რამდენიმე, პირველად სასიცოცხლო ნაბიჯებზე შევთანხმდით: მოხდეს მომდევნო დღეებში სააგენტოს მიერ ყველა იმ დოკუმენტაციის მოძიება და შეკრება, რომელიც აქამდე ქაოტურად მზადდებოდა, სისტემატიზაცია და ამ ჯგუფში (ვგულისხმობ არქიტექტორ-რესტავრატორებში) გაზიარება,"-განაცხადა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრმა დამოუკიდებელი არქიტექტორ-რესტავრატორები საკითხის შესასწავლად შეკრიბა. სამუშაო შეხვედრების მიზანი კონკრეტული კვლევებისთვის მზადება და გამოსავლის ძიებაა.
"ეს ჯგუფი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, რესურსი იმისთვის, რომ ბევრი განსახვავებული პროფესიული აზრი ითქვას და შემდეგ, ძეგლთა დაცვის სააგენტომ სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ შეძლოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება. საუბარია დაახლოებით 10-მდე გამოცდილ არქიტექტორ-რესტავრატორებზე, რომლებიც მუშაობენ ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ მათგან არც ერთი არ არის ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომელი, რაც ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს რეორგანიზაცია და პროფესიული კადრებით გაძლიერება სჭირდება,”-განაცხადა წულუკიანმა.