სამტრედიის საკრებულოში მოქალაქე თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობდა
თარიღი : 5-04-2021, 20:49 | კატეგორია: ახალი ამბები

მოქალაქემ, რომელიც სამტრედიის საკრებულოს შენობაში შიმშილობდა, პროტესტის უკიდურესი ზომა შეწყვიტა. ბადრი ვაშაკიძე სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე სხვა პირის დანიშვნას აპროტესტებდა და სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლებისგან ზომების მიღებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ვაშაკიძე წლების წინ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიციას იკავებდა. სამსახურიდან ის 2018 წელს, აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ვაშაკიძე წლების წინ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიციას იკავებდა. სამსახურიდან ის 2018 წელს, აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.