Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერი მეეზოვეებს: ჩვენი განწყობაა მუდმივად გრძნობდეთ ჩვენს თანადგომას, მზად ვარ თითოეულ თქვენგანთან მქონდეს ინდივიდუალური ხასიათის შეხვედრა და განვიხილო და დადებითად გადავწყვიტო თქვენი პრობლემები და საჭიროებები

თარიღი : 5-04-2021, 19:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა მეეზოვეებს ,,სისუფთავის დღე“ მიულოცეს.

კობა ლურსმანაშვილი ა(ა)იპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და გაწეული სამსახურისთვის, ქალაქის სისუფთავეზე, განათებასა და გამწვანებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

“ხარაგაულის ყოველი დილა სწორედ თქვენი შრომით იწყება, თქვენი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენი განწყობაა მუდმივად გრძნობდეთ ჩვენს თანადგომას, მზად ვარ თითოეულ თქვენგანთან მქონდეს ინდივიდუალური ხასიათის შეხვედრა და განვიხილო და დადებითად გადავწყვიტო თქვენი პრობლემები და საჭიროებები,”-განაცხადა მერმა.

ხარაგაულელ მეეზოვეებს კობა ლურსმანაშვილმა და ვარლამ ჭიპაშვილმა მადლობის სიგელები და მცირედი საჩუქრები გადასცეს.

მერის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები მეტ ყურადღებას საჭიროებენ და მომავალი წლის ბიუჯეტში მათი სახელფასო სარგოს გაზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ამინდში თუ უამინდობისას დაბა ხარაგაულის ქუჩების სისუფთავეზე ყოველდღიურად ა(ა)იპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ 14 თანამშრომელი ზრუნავს.

აღნიშნული გაერთიანების უფროსი ბესო კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ თანამშრომლების გრაფიკი და ხელფასი მათი სამუშაო პოზიციის მიხედვით განსხვავდება.

დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 450 ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული.

სამსახური ნარჩენების გატანას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან ახდენს.

“დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ ყოველდღიურად ახორციელებს:

დაბის ქუჩების დასუფთავება და ნარჩენების შეგროვება;

ნაგვის შემკრები ბუნკერების დაცლა და შეგროვებული ნარჩენების გატანა სპეციალურად გამოყოფილ ნაგავსაყრელზე;

ღამის განათების ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე;

სანიაღვრე არხების მოვლა- პატრონობა;

ქუჩების გაზონების კეთილმოწყობა და პირუტყვისგან დაცვა;

დაბაში არსებული ხიდების და ტროტუარების მოვლა პატრონობა;

კულტურის პარკისა და სკვერების დასუფთავება და კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე;

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების მოვლა - პატრონობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესრულება.

აღნიშნულ სამუშაოებზე 174 ადამიანია დაკავებული.


ნანახია: 115-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

ამინდი