Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სიახლეები, რომელსაც ხარაგაულის მერია მოსახლეობისათვის გეგმავს

თარიღი : 5-04-2021, 17:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა პირველ მოადგილესთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.

მერის თქმით, დაგეგმილია ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია.

“ამჟამად მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვიმედოვნებ, დაწყებული მოლაპარაკებები ბოლომდე მივა და ხელს არაფერი შეგვიშლის. პროექტი შინმოუსვლელთა მემორიალიდან - რკინიგზის ხიდამდე ყველა შენობის, კერძო საკუთრების თუ კომერციული ფართის რეაბილიტაციას მოიაზრებს, რაც ერთბაშად გაალამაზებს ხარაგაულს,” - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

მისივე თქმით, პოზიტივთან ერთად გარკვეული პერიოდი დაბა ხარაგაულის მოსახლოებას დისკომფორტში მოუწევს ცხოვრება, რადგან მუნიციპალიტეტში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება, რაც ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის სამშენებლო სამუშაოებით გადატვირთვას გამოიწვევს.

“ეს მართლაც სერიოზული პროექტია ხარაგაულისთვის, თუმცა ჩვენ რაღაც პერიოდი შეზღუდული ფორმატით მოგვიწევს გადაადგილება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. როგორც იცით, დაგეგმილია ასევე ლეღვნის წყალსადენის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია. ამ პროექტის მიმდინარეობისას ჩვენ ვეცდებით ქუჩა თავიდან არ გადაითხაროს. გვაქვს გეგმა, რომ წყალი ძველ სისტემაზე დაერთდეს და ასე მივიდეს ახალ რეზერვუარამდე. თუ ეს არ მოხერხდა, ამ პროცესებს გაგებით უნდა შევხვდეთ, რადგან თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტი დაბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

თათბირზე მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი წინადადებების პროექტების სახით მომზადების პროცესზე ისაუბრა. მერმა თითოეულ წარმომადგენელს საქმისადმი მეტი პასუხისმგებლობა, პროექტის მომზადებისას მეტი დაკვირვება და ინდმეწარმეების სწორად შერჩევა მოთხოვა, რადგან როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი თანხის ათვისებაც და შესრულებაც დროულად მოხდეს.

“ჩვენმა მოსახლეობამ ყველა სოფელში იცის რა არის დაგეგმილი და რა უნდა გაკეთდეს, ისინი წლიდან წლამდე ელოდებიან, რომ მათი პრობლემა მოგვარდეს. იქ სადაც ინდმეწარმე უპასუხისმგებლო აღმოჩნდება, ხაჯთაღრიცხვა და პროექტი სწორად არ იქნება გაწერილი, პროექტის შესრულებაზე პრობლემა წარმოიქნება, ამ ყველაფერზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი,”-განაცხადა მერმა.

მერმა წარმომაგდებლებს მერიის სამსახურებთან მეტი კოორდინაცია და თანამშრომლობა სთხოვა, რადგან მისი თქმით, ეს კომუნიკაცია პირდაპირ ხალხის საჭიროებებზეა გათვლილი.

თათბირზე მერმა ისიც აღნიშნა, რომ მ პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი სოციალურ საკითხებს წარმატებულად კურირებს და მისი აქტიურობის შედეგად ყველა წერილი, რომელიც შემოსულია მერიაში, განხილული იქნება და შესაძლებელობის შესაბამისად დაკმაყოფილდება.

ვარლამ ჭიპაშვილმა დაწვრილებით განიხილა ერთჯერადი სოციალური დახმარებების გაცემის წესი და აღნიშნა, რომ წარმომადგენლების მხრიდან შუამდგომლობისას წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ყურადღებით იქნება შესწავლილი, რათა დახმარება სწორად გადანაწილდეს და იმ სოციალური პროგრამებით, რომელსაც მერია სთავაზობს მოსახლეობას, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს სარგებლობა.

მერის პირველმა მოადგილემ სოფლის წარმომადგენელებს ასევე სოფელში არსებული პრობლემებისადმი და მიმდინარე პროექტებისადმი მეტი ყურადღება მოსთხოვა.


ნანახია: 96-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი