წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ შენობას გასაყიდად ამზადებენ
თარიღი : 5-04-2021, 16:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ შენობას აუქციონზე გაიტანენ. აღნიშნულის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს წყალტუბოს ადგილობრივ ხელისუფლებაში განუცხადეს. მათი განცხადებით, შენობის საპრივატიზაციოდ დოკუმენტაცია მზადდება.
"ქონების მართვის სამსახურის უფროსმა დაგვიდასტურა, რომ ეს შენობა არის საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში. მზადდება დოკუმენტაცია, რომ გაიტანონ გასაყიდად შენობა,"-აცხადებენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ შენობაში 2017 წლამდე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო იყო განთავსებული.