Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი თვითნასწავლი კულინარი ‘მასტერშეფის’ ოქროს წინსაფრის მფლობელი გახდა

თარიღი : 5-04-2021, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეკატერინე გაგუამ "მასტერშეფის" სეზონის პირველი ოქროს წინსაფარი მოიპოვა. 31 წლის თვითნასწავლი კულინარი წარმოშობით ქუთაისიდანაა. ის პროფესიით იურისტია და ამჟამად თბილისში მოღვაწეობს.

"მასტერშეფში" მან თეთრი რაჭული ლობიოს კრემ-სუპი მოამზადა: ბროწეულის რედუქციით, რაჭული ლორის ჩიფსით და სიმინდის ფქვილისგან დამზადებული ორცხობილით. ეკატერინეს კერძმა ჟიურის სამივე წევრის მოწონება დაიმსახურა, რამაც ოქროს წინსაფარი მოაპოვებინა.

"ადვოკატი ვარ, ჩემი პროფესია საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. შესაბამისად, ჩემთვის კულინარიის დრო სამსახურის შემდეგ ან შაბათ-კვირას იწყება. ჩემს კულინარიულ გემოვნებაზე ძალიან სერიოზული გავლენა იქონია ჩემმა მოგზაურობამ გერმანიაში, როდესაც სასწავლებლად ვიყავი. იქ მოვხვდი ოჯახში, სადაც მასპინძელი ქალბატონი წარმოშობით ფრანგი იყო. ამის შემდეგ, ამ ოჯახთან ერთად ვიმოგზაურე სამხრეთ აფრიკაში. ამ მოგზაურობამ ჩემს კულინარიულ გემოვნებაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.

ჩემი მეუღლეც არის ძალიან გურმანი, ხშირად ერთად ვამზადებთ, განვიხილავთ კერძებს და გვიყვარს კულინარია. მყავს 2 შვილი, 11 წლის ნიკოლოზი და 5 წლის ბუკა. ნიკოლოზი ძალიან გარკვეულია კულინარიაში, უყურებს "მასტერშეფის" ყველა სეზონს. ფაქტობრივად, სახლში ორი მკაცრი ჟიური მყავს.

"მასტერშეფში" მოვედი იმისთვის, რომ გამოვცადო ჩემი თვითნასწავლი კულინარიული ჩვევები, გავიცნო ახალი ადამიანები ამ სფეროდან და პირველ რიგში, ყველა იმ ადამიანს, სახლის კულინარს დავუმტკიცო, რომ შესაძლებელია, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე მონაწილეობა მიიღონ "მასტერშეფში" და მიაღწიონ წარმატებას,"-ამბობს ეკატერინე გაგუა.

მან კულინარიის სფეროში პირველ წარმატებას უკვე მიაღწია:
"ეს კერძი საქართველოს სხვადასხვა საუკეთესო რესტორანში შეიძლება იყოს მენიუში"-ასეთი შეფასება დაიმსახურა ეკატერინეს კერძმა.

ცნობისთვის, ყველაზე ტიტულოვანი კულინარიული შოუს
"მასტერშეფის" მე-5 სეზონის პრემიერა 4 აპრილს, პირველი არხის ეთერში შედგა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 657-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი