Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, რუსთაველის გამზირს ამწვანებენ

თარიღი : 5-04-2021, 10:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო. პირველი სკოლისა და ცენტრალური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზონების განახლება და დეკორატიული მცენარეების დარგვა მოხდა.

გამწვანების პროექტში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ქალაქის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ.

“ჩვენ დავიწყეთ გამწვანების პროექტები ქალაქის სხვადასხვა უბანში. მისასალმებელია, რომ ასეთ პროექტებში ყოველთვის აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდები-სტუდენტები, მოსწავლეები. ამჯერადაც, რუსთაველის ქუჩაზე ერთად დავრგეთ დეკორატიული მცენარეები და განვაახლეთ გაზონები,“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

მარადმწვანე მუხის, ირმის რქის, ტუია „სმარაგდას“, დამფენი ღვიას ნერგები პროექტის მონაწილეებმა სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით დარგეს.


ნანახია: 141-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონის მუნიციპალიტეტში საშემოდგომო გამწვანების აქციები გრძელდება.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელბი აცხადებენ გამწვანების აქცია ხონში მომავლშიც გაგრძელდება.
მწვანე ზოლის და რეკრეაციული ზონების მოწყობა ქალაქის ყველა უბანში გაგრძელდება. ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 50 000

ამინდი