კომენდანტის საათის დროს აივანზე გასასვლელად მოქალაქე ნებართვას ითხოვს
თარიღი : 4-04-2021, 17:28 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სატელეფონო საუბრის
ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე კომენდანტის საათის პირობებში აივანზე გასასვლელად ნებართვას ითხოვს, მთავრობის სტრატკომი ეხმიანება.
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიქ ნიუსი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს,”-ნათქვამია განცხადებაში.