Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დეპუტატები, რომლებიც ქუთაისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ, საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდნენ

თარიღი : 1-04-2021, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ოპოზიცია ქუთაისის საკრებულოს მუშაობაში ჩაერთო.
საკრებულოს რიგით მე-40 სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები- ბესიკ ბრეგაძე და ბექა ქვაჩაკიძე მივიდნენ. ბრეგაძე Topnews.com.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ისევ გრძელდება. დეპუტატი საკრებულოში გამოცხადებას იმით ხსნის, რომ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ, რასთან დაკავშირებითაც მათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და განცხადება გააკეთეს.

"ჩვენ ისევ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, უბრალოდ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა, როგორიც იყო მაგალითად, 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა ან 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, თუნდაც ის პრობლემატური საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო გუშინ საკრებულომ, ქუჩის სახელდების შესახებ და იმ ქუჩაზე თანხაა დახარჯული, კონკრეტული ღონისძიებები იყო გატარებული უკვე. ტრიბუნისთვის გამოვიყენეთ რა თქმა უნდა საკრებულოს მანდატი და შესაბამისი პოზიცია დავაფიქსირეთ იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, განცხადებაც გავაკეთეთ. ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება, ჩვენ არ ვითანამშრომლებთ და არც ვთანამშრომლობთ ამ ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ რეალურად ეს ადამიანები და ეს ხელისუფლება არ არის ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. არც ვაპირებთ საკრებულოზე მისვლას, თუ ისეთი საკითხი არ იქნა, რომელზეც ვთვლით, რომ ჩვენი პოზიციების დაფიქსირება მნიშვნელოვანი იქნება,"-განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს თვეებია უცხადებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 271-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე გრძელდება.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება ჩააგდეს.
ოპოზიცია აღნიშნულს ზედამხედველობის სამსახურის არასწორ მუშაობას, ხოლო მერია კი პირიქით, მათი გულმოდგინეობას უკავშირებს.

ამინდი