Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიტიკოსი გოგი წულაია კვლავ მძიმე მდგომარეობაში რჩება

თარიღი : 1-04-2021, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პოლიტიკოს გოგი წულაის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პოლიტიკოსის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, ის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება.

"ისევ პალატაშია, ჯერ არ დააბრუნებენ ციხეში იმის გამო, რომ რეაბილიტაცია სჭირდება. კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ არის, ძალიან დასუსტებულია, ცუდათაა. წვეთოვანით კვებავენ და გადასხმები უკეთდება,"-აცხადებს გელბახიანი.

მისივე განმარტებით, პოლიტიკოსის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია და ბრალდება მოგონილია.

"მოგონილი ბრალდებაა, ამაზე არ ისჯება ადამიანი სამყაროში არსად. არ აქვთ მტკიცებულებები. ის ქალბატონი ჩვენებაში არ ამბობს, რომ სექსუალური ხასიათი ჰქონდა ამ ძალადობას, ამბობს კოცნა უნდოდაო. კოცნა კი არსად ისჯება, მარტო საქართველოში მოიგონეს და როგორ იქნება ეს, არ ვიცი. ჩვენ მტკიცებულებების მოპოვების სტადიაში ვართ. მე გაგზავნილი მაქვს უამრავი წერილი თავისი არგუმენტაციით ყველა მიმართულებით. მაგალითად, სახელმწიფო ინსპექტორთან, რომ დამიდგინოს პოლიციელების მოქმედების ფარგლები კანონიერი იყო თუ არა და ა.შ. ამასთან, ადამიანის უფლებათა დარღვევის ნაწილში გოგის მიმართ, სახალხო დამცველთან 10 კითხვა მაქვს გაგზავნილი, უნდა უპასუხოს ამ კითხვებს. წერილები ასევე მაქვს გაგზავნილი სტამბულის კონვენციასთან დაკავშირებით, მეცნიერულ კომენტარებზე სამეცნიერო-იურიდიულ ცენტრებში. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერზე პასუხები იქნება გოგის უდანაშაულობის დამამტკიცებელი,"-აცხადებს გელბახიანი Topnews.com.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსს სასამართლო ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად გოგი წულაია თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიიჩნევს, რომ ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარია. ის პროტესტის ნიშნად, დაკავების პირველივე დღიდან შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პოლიტიკოსი ამჟამად პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოშია იმყოფება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 173-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი