Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საოჯახო მუზეუმი ბაღდათში, სადაც 50-მდე ქართული და უცხოური საბრძოლო თუ თავდაცვითი იარაღი ინახება

თარიღი : 31-03-2021, 18:21 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვიზიტორები ყველაზე ხშირად შუქრი ნაკაშიძის საოჯახო მუზეუმს სტუმრობენ. მუზეუმში ნაკაშიძეების იარაღების უნიკალური კოლექციაა თავმოყრილი. შუქრი ნაკაშიძემ წინაპრებისგან დატოვებულ იარაღებს ძმასთან და შვილებთან ერთად, რესტავრაცია გაუკეთა. ახლა მათ კოლექციაში 50-მდე ქართული და უცხოური საბრძოლო თუ თავდაცვითი, უძველესი და შუასაუკუნეების იარაღი, ხმლები, მშვილ-ისრები, თოფები, დამბაჩები, ასევე სხვადასხვა ეთნოგრაგიული მასალები ინახება. ნაკაშიძეების ეთნო-მუზეუმშია 1964 წელს გამოშვებული კოკა-კოლაც.
https://i.postimg.cc/bvqn8bB8/56-E3-BE6-F-44-AB-49-DF-8-C3-C-8100358-CFD43.jpg
"ბაღდათში, მეგობრებთან ერთად ვესტუმრე შუქრი ნაკაშიძის ოჯახს. ნაკაშიძეების იარაღების უნიკალური კოლექციის შესახებ ადრეც მსმენოდა, მაგრამ ნანახი რომ არ მქონდა, ცოტა კი მეუხერხულებოდა. აგერ აქვე, იმერეთის გულში, ბაღდათში გვაქვს საოჯახო მუზეუმი, რომელიც პროფესიით მეღვინემ, შუქრი ნაკაშიძემ შექმნა. რას არ ნახავთ აქ, გნეუს პომპეუსის ჯარის დროინდელი შუბიდან დაწყებული, საბრძოლო იარაღების კოლექციით დასრულებული. უამრავი რამე აქვს შეკრებილი და მოგროვილი. რომანოვების საოჯახო ნივთები თუ მაშინდელი იუგოსლავიიდან ჩამოტანილი, 1964 წელს გამოშვებული კოკა-კოლა. ასევე ქართული კონიაკის აბსოლუტურად ყველა ბრენდი. ახლა მის კოლექციაში 50-მდე ქართული და უცხოური, საბრძოლო თუ თავდაცვითი იარაღია,"-ამბობს დავით ლიკლიკაძე.


ნანახია: 176-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ველოტურში მონაწილეებმა სტარტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობიდან აიღეს.

ამინდი