Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ მიატოვა სამუშაოები მიუხედავად იმისა, რომ მილიონ 200 000 ლარი საგზაო დეპარტამენტმა წინასწარ ჩაურიცხა”

თარიღი : 30-03-2021, 13:58 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ქალაქში, აღმაშენებლის გამზირზე შეჩერებულ სამუშაოებს აპროტესტებს. შუშანია საგზაო დეპარტამენტს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ქალაქის სხვა ცენტრალურ ქუჩებზეც.

"ჩვენი ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ მიატოვა სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ მილიონ 200 000 ლარი საგზაო დეპარტამენტმა წინასწარ ჩაურიცხა ამ კომპანიას, ფულის დიდი ნაწილი წაიღო და საერთოდ გაქრა. ეს გზა არის პირდაპირ საგზაო დეპარტამენტსა და შემსრულებელ კომპანიას შორის კორუფციული გარიგების შედეგი. მე მაქვს წერილი საგზაო დეპარტამენტის, სადაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადასტურებს, მან იცოდა, რომ იანვრის თვეში კომპანიას უკვე შეჩერებული ჰქონდა სამუშაოები, რომ დიდი ნაწილი არ ჰქონდა შესრულებული, მიუხედავად ამისა, სწორედ იანვრიდან დღემდე ჩარიცხული აქვს კომპანიას 900 000 ლარი. იგივე მდგომარეობაა წერეთლის გამზირზე, სადაც ასევე 2 მილიონ 200 000 ლარი აქვს კომპანიას ჩარიცხული. მარტში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები და კიდევ არ დასრულებულა. ქუთაისში ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე არის ანალოგიური მდგომარეობა, გადათხრილია ქალაქი. ქუთაისის მერი, ნაცვლად იმისა, რომ ახლა აქ იდგეს და განგაშის ზარებს ტეხდეს, დადის რესტორნიდან რესტორანში, ბიუჯეტის ფლანგვით და კორუფციის მფარველობითაა დაკავებული,"-აცხადებს შუშანია.

ცნობისთვის, ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. გაჭიანურებული სამუშაოები მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 325-ჯერ

მსგავსი სიახლეები
#9,#11,#13,#27,#31,#35,#37,#38,#41,#43,#22,#29,#40,#46,#48,#50,#52 -ბინების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამინდი