Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გოგი წულაიას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს

თარიღი : 30-03-2021, 10:47 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. შუშანიას განცხადებით, "ქართული ოცნება" ოპონენტების მიმართ შერჩევით სამართალს იყენებს.

"სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს გოგი წულაია წინასწარი პატიმრობიდან, ჯერ ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მეორეც, არსებობს პრეცედენტები. მაგალითად, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ილია ჯიშკარიანი არა თუ დასჯილია, გარეთ დასეირნობს და საკრებულოს წევრიც არის. გოგი რატომ უნდა იყოს ციხეში? ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება", ოპონენტების მიმართ შერჩევით სამართალს იყენებს. გოგის წინასწარი პატიმრობის საჭიროება არც იურიდიულად არის სწორი და არც მორალურად, უბრალოდ სჯიან იმ ცნობილი პერფორმანსის გამო,"-აცხადებს შუშანია.

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაიას სასამართლო ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ უდანაშაულო და ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლია. წულაია თავს ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 238-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი