Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ნორმალური ქვეყნის კულტურის მინისტრი ახლა უნდა იყოს აქ და უნდა იყოს დაკავებული გელათის გადარჩენით”

თარიღი : 27-03-2021, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. როგორც გიგა შუშანიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ კულტურის ახალი მინისტრი, თეა წულუკიანი გელათის გადარჩენით იყოს დაკავებული, მისი პრიორიტეტი განსხვავებული აზრის დევნაა.

"სანამ კულტურის ახალი მინისტრი განსხვავებული აზრის დევნით არის დაკავებული, მანამ გელათი კვლავ განაგრძობს განადგურებას, ნადგურდება უნიკალური ფრესკები. ნორმალური ქვეყნის კულტურის მინისტრი ახლა უნდა იყოს აქ და უნდა იყოს დაკავებული გელათის გადარჩენით, მაგრამ სამწუხაროდ, ქალბატონი წულუკიანის პრიორიტეტი არის განსხვავებული აზრის დევნა. ჩვენ მოვითხოვთ, სასწრაფოდ იქნას მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები და მოხდეს გასაჯაროება, რა გეგმა გააჩნია ხელისუფლებას გელათის გადარჩენისათვის. თქვენ უყურებთ, რომ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს და გელათი ყოველდღიურად განაგრძობს განადგურებას. ამ წუთას სხვებისკენ ხელის გაშვერით არიან დაკავებულნი.

თუ თვითონ არ ყოფნით კომპეტენცია, შეუძლიათ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ან ის ადამიანები ჩართონ, რომელთა ხელმძღვანელობითაც გადაიხურა სამრეკვლო, გელათის აკადემია და უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მოხდა. ეს ადამიანები ჩართონ იმიტომ, რომ 10 წელია გასული ამ რეაბილიტაციის შემდეგ და არც ერთ ამ ძეგლს დღემდე პრობლემა არ შექმნია. დროულად უნდა დაიდოს გეგმა რას აპირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავალალო შედეგი დადგება," -განაცხადა გიგა შუშანიამ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 166-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1994 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი გელათის მონასტერი 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გელათის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციას აფინანსებს.

ამინდი