Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასამართლომ გოგი წულაია პატიმრობაში დატოვა

თარიღი : 19-03-2021, 13:23 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პოლიტიკოს გოგი წულაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. წულაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, დაცვის მხარე კი წულაიას გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

თავად პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. გამოძიება მას მეგობარ ქალზე ძალადობას ედავება. წულაიას თქმით, ბრალის დამძიმება იმის მანიშნებელია, რომ ნაქირავებ ბინაში ინცინდენტი ინსცენირებული იყო. მოსამართლემ პროცესი დახურა იმ არგუმენტით, რომ შესაძლოა საქმე სქესობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რასაც გოგი წულაის პროტესტი მოჰყვა. წულაია აცხადებს, რომ დასამალი საქმეში არაფერია.

"გავეცანი იმ მტკიცებულებას, რაც გადმომცა ბრალდების მხარემ. შეიძლება ძალიან თამამად და ღიად ვთქვა, რომ ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვს გოგი წულაიას, ეს მტკიცებულებები ამის საუძველს არ იძლევა. წარმოდგენილი არ არის არც ერთი დასკვნა, მათ შორის ის საექსპერტო დასკვნა, რომელიც სხეულის დაზიანებებზე მიანიშნებდა. ამიტომ, ბრალდება არის წინასწარ წარდგენილი მტკიცებულების გარეშე, რაც დამახასიათებელი იყო საბჭოთა პერიოდისთვის, ოღონდ ადრეული პერიოდისთვის,”-განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 222-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი