Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოპოზიციური სპექტრი გოგი წულაიას დაკავებას ხელისუფლების შურისძიებით ხსნის

თარიღი : 17-03-2021, 17:11 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლი - ასე აფასებენ ოპონენტები გოგი წულაიას დაკავების ფაქტს. ისინი წულაიას დაჭერას მის პოლიტიკურ აქტიურობასა და ბოლო დღეებში, ბერა ივანიშვილის მისამართით განხორციელებულ პერფორმანსს უკავშირებენ. ამბობენ იმასაც, რომ მათ არ აქვთ საგამოძიებო უწყებების მიმართ ნდობა, ამიტომ უწყებამ, ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი უნდა გაასაჯაროვოს.

"ეს ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა მის პერფორმანს ბერა ივანიშვილის გინებასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ წულაია იყოს პროვოკაციის მსხვერპლი და უბრალოდ, ივანიშვილმა დასაჯა იმისთვის, რომ გაბედა და მის შვილს საჯაროდ შეაგინა. მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ გამოაქვეყნოს ყველა ის მასალა, თუ რა მოხდა გოგი წულაიასთან დაკავშირებით,"- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

"ჩვენ ვიცით, რომ გოგი წულაიამ ძალიან ცოტა ხნის წინ, საჯაროდ მოიხსენია ბერა ივანიშვილი, თუკი ვაჟკაცი ხარ დამიჭირეო. თუკი მართლაც განსაზღვრული აქვს ხელისუფლებას, რომ ბერა ივანიშვილის კიდევ ერთი დავალება შეასრულოს და თუ ის ფიქრობს, რომ ეს ვაჟკაცობაა, ასეთი ბინძური დაკვეთებით გაუსწორდეს, თან პოლიტიკურ ოპონენტს, მაშინ ეს ქვეყანა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის ამ ხელისუფლების ხელში,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა დავით გოგისვანიძემ.

"უკვე ყველაფერი გასაგებია! გოგი პოლიტპატიმარია! გოგი არის იმ პერფორმანსის მსხვერპლი, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ განახორციელა ქუთაისის მერიის წინ, ბერას მისამართით. ძალადობა რომ აქტუალურია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მარტივ იარაღადაც იქცა ვიღაცის გასაშავებლად. "დაზარალებული" კი მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ მოუძებნიათ"- წერს სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.

შეგახსენებთ, რომ წულაია რამდენიმე დღის წინ იმ აუდიომასალებს გამოეხმაურა, სადაც ბერა ივანიშვილი ფიგურირებდა და რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, იმ ადამიანების დასჯას ავალებდა, ვინც ის სოციალურ ქსელში ცუდად მოიხსენია.

"მინდა ბერას მივმართო: შე გაუბედურებულო ადამიანო, მეცოდები. ვიცი ახლა "ტუ"-ს დაადებენ მაინც და არ მინდა საეთერო დრო დავაბინძურო, მაგრამ გეუბნები ბერა, გაგინებ, ხელებატატებული გაგინებ, მოდი და გამისწორდი. ბოლო-ბოლო ნამუსი აღარაა ბიჯო? ყველაფერი წაგვართვით ამ ქვეყანაში, ერთი გინებით გულს ვიოხებდით და იმასაც გვართმევთ?"-აცხადებდა წულაია.

წულაია დღეს, შსს-ს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 222-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბერა ივანიშვილის კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შესაძლოა, გადაიდოს.

ამინდი