Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოპოზიციონერი დეპუტატი ქუთაისის მერს სასამართლოში უჩივის

თარიღი : 16-03-2021, 18:57 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერს კორუფციის მფარველობაში ადანაშაულებს. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი მერიის შიდა აუდიტის დასკვნას მალავს. შუშანია საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, სასამართლოს მიმართავს.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დასკვნა საბინაო სამსახურში არსებულ კორუფციაზე და მივმართეთ პროკურატურას, 10 თებერვალს მივწერეთ ქალაქის მერს და მოვითხოვეთ შიდა აუდიტის ყველა დასკვნა, თუ რომელი სამსახურები და ა(ა)იპები შეამოწმა და რა დასკვნები დაწერა. ქალაქის მერი თვეზე მეტია გვიმალავს ამ ინფორმაციას, საერთოდ პასუხი არ მოგვწერა. ჩვენ გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული საჩივრით და უკვე ვაპირებთ, რომ მივმართოთ სასამართლოს და მოვთხოვოთ ქალაქის მერს ეს ინფორმაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალაქის მერი მფარველობს კორუფციას ქუთაისში, მალავს ამ დასკვნებს, რომ არ მოხდეს სათანადო გამოძიება, საზოგადოება არ იყოს ინფორმირებული და ამასობაში ზუსტად იგივე სამსახურის უფროსები, რომლებიც წლებია ფლანგავენ და იპარავენ მილიონობით ლარს ქუთაისის ბიუჯეტიდან (ძარცვავენ ქუთაისელებს), ქუთაისის მერის ხელმძღვანელობით და მფარველობით აგრძელებენ ამ ფულის მითვისებას და კორუფცია ყვავის ქუთაისში,"-განაცხადა შუშანიამ.

გიგა შუშანიას ამ ბრალდებას ქუთაისის მერია პასუხობს. როგორც ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე განმარტავს, ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია.

"ბატონ გიგას უნდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი (საიდანაც თავადაც გამოაგზავნა წერილი), სადაც 17 თებერვალს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა მერიის მიერ გაგზავნილი პასუხი, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და შეუძლია გამოითხოვოს სასამართლო წესით,"-განაცხადა გიორგაძემ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი.


ნანახია: 177-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოპოზიციის წარმომადგენლის მტკიცებით, ქალაქის მერის დავალებით წინასაარჩევნოდ საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა, სადაც მერიის

ამინდი