ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერების გათავისუფლების საქმეს სასამართლო ხვალ განიხილავს
თარიღი : 1-09-2013, 21:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, ქალაქის ყოფილი ვიცე-მერების, ამირან ძოწენიძისა და კოტე რატიანის სასამართლო პროცესები გაიმართება. რატიანი და ძოწენიძე ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის ბრძანებით გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნულის მიზეზად სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა დასახელდა.
ყოფილი ვიცე-მერები გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობას, სამსახურში აღგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. კოტე რატიანის საქმეზე სასამართლოში ძირითადი სხდომა გაიმართება, ხოლო ამირან ძოწენიძის საქმეზე მოსამზადებელი სხდომაა ჩანიშნული, თუმცა ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მოსამზადებელი სხდომა ძირითად სხდომაში გადაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიიდან რეროგანიზაციის შედეგად გათავისულებული პირების ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტები იცავენ. ორგანიზაციას მერიიდან გათავისუფლებულმა 12-მა პირმა მიმართა. აქედან 10 პროცესი უკვე გაიმართა. სასამართლომ მერიის ყოფილ პიარსა და მერის ყოფილ თანაშემწეს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, ხოლო დანარჩენი პირების მოთხოვნები ნაწილობრივ ან სრულად დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე გათავისუფლების შემდეგ იმერეთის პირველ ვიცე-გუბერნატორად დაინიშნა.