Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მესამე ტალღის რისკი ძალიან მაღალია, რის გამოც ისევ თავშეკავებით, დისტანციითა და ყველა რეგულაციის დაცვით უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც აქამდე აკეთებდა და სხვათა შორის კარგად აკეთებდა ჩვენი მოსახლეობა”

თარიღი : 9-03-2021, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში, მათ შორის იმერეთში, კოვიდდადებითობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია. ბუნებრივია ეს, დადებითად აისახა კლინიკებში საწოლ-ფონდების რაოდენობაზე. "კლინიკა ბომონდის" კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი Topnews.com.ge-სთან ამბობს, რომ "ბომონდში" ამ დროისთვის 37 კოვიდპაციენტია მოთავსებული.

"შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენოდა. შესაბამისად, შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდებათ. ამის პარალელურად, ჩვენც კოვიდ საწოლფონდიც შევამცირეთ. მაშინ როცა 135 საწოლზე ვიყავით და მაინც საწოლების დეფიციტი გვქონდა, არ გვყოფნიდა საწოლები, დღეს უკვე 60 საწოლზე ვართ და ამ წუთისთვის ჩვენთან, 37 პაციენტია მოთავსებული,"-აცხადებს ყიფიანი.

მისი თქმით, ახალი კოვიდშემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების მიუხედავად, მოდუნების საშუალება არ გვაქვს. შესაბამისად, ძალაში რჩება ყველა ის რეგულაცია, რასაც აქამდე ვასრულებდით.

"მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მაქსიმალურად შემსუბუქდა და კიდევ იგეგმება უფრო მეტად შემსუბუქება, იმ ფონზე, როცა ჩვენთან ვაქცინაცია ჯერ კიდევ საუბრის თემად რჩება და ჯერჯერობით ვაქცინა ხელმიუწვდომელია ჩვენთვის, მედპერსონალისთვის, ასევე იმ მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, ვისთვისაც განსაკუთრებული ზიანის მომტანია კოვიდი, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება, არასაჭირო კონტაქტებისგან თავის არიდება არის ერთადერთი დაცვის საშუალება ჩვენთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ ზაფხულია და შემოდგომაზე ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იქნება აცრილი იმიტომ, რომ ჯერ ქვეყანაში ვაქცინა ხელმიუწვდომელია. აქედან გამომდინარე, მესამე ტალღის რისკი ძალიან მაღალია, რის გამოც ისევ თავშეკავებით, დისტანციითა და ყველა რეგულაციის დაცვით უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც აქამდე აკეთებდა და სხვათა შორის კარგად აკეთებდა ჩვენი მოსახლეობა,"-განაცხადა მამია ყიფიანმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 129 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 386-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი