Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ამბობენ მინისტრები, რომლებიც პარლამენტში ნამახვანჰესების მშენებლობის საკითხზე დაიბარეს?

თარიღი : 9-03-2021, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ნანახვანჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამ წუთებში პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ. მინისტრები ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროექტის განხორციელებას საქართველოს პოსტპანდემიური ეკონომიკის განვითარების საქმეში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

"პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა ადგილობრივი მოსახლეობის საკთხები და პრობლემები უკეთ გადაწყდეს ნამავანჰესის პროექტის ფარგლებში. ჩვენ ვამზადებთ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ამ თვალსაზრისით, რომელიც გამოიხატება პროექტის მომზადებაში და შემდეგ უკვე ზედამხედველობაში უფრო ფართო ჩართულობით, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის. ასევე ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პროექტის მიმართ შეიქმნას ნდობა. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგო-ჰიდრორესურსის განვითრება საქართველოსთვის, იმისთვის, რომ ჩვენი მზარდი ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული იმპორტზე და დამოუკიდებელი და ძლიერი ეროვნული ეკონომიკა გვქონდეს,"-განაცხადა ნათია თურნავამ.

პარლამენტში მინისტრების მოსმენას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.


ნანახია: 185-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი