Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ‘რალის’ სუპერვარსკვლავს ეძებენ

თარიღი : 6-03-2021, 23:30 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში "FIA Rally Star Georgia"-ს მესამე დასკვნითი ეტაპი გაიმართა. "აია არენას" ავტოსადგომზე ორი ტური ჩატარდება. პირველში მონაწილეობას ყველა დარეგისტრირებული მონაწილე მიიღებს, მეორეში ტურში კი საუკეთესო დროის მქონე 35 მონაწილე გადავა.

საქართველოს ფინალური ეტაპი 14 მარტს გაიმართება. კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად გამარჯვებულები თბილისში გამოვლინდებიან.

ცნობისთვის, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ 4 წლიანი მასშტაბური პროექტი სახელწოდებით "FIA Rally Star" დაიწყო, რომელსაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაც უერთდება. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო დისციპლინის "რალის" სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბებაა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 211-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"მოყვარულთა თასის" გათამაშებაში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი იღებს მონაწილეობას.
ტურნირის მონაწილე გუნდები 1-ელ თებერვალს ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდებიან, ხოლო 2-ში ნახევარფინალები გაიმართება.
ჩემპიონატი იმერეთში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ამინდი