Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ნამახვანჰესის აშენების აუცილებლობაში მოსახლეობის დარწმუნებას შეეცდებიან

თარიღი : 5-03-2021, 10:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, 12 საათზე ცაგერის კულტურის სახლში, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავენ.

“საქართველოში არსებული ყველა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე ჯამში, არის დაახლოებით 4500 მეგავატი, რომლის დაახლოებით 70% ანუ 3100 მეგავატზე მეტი აშენებულია საბჭოთა პერიოდში - ესენია უკვე მორალურად და ფიზიკურად ამორტიზირებული სადგურები და ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ჩვენი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომ მომავალში მზარდი მოთხოვნის, მზარდი ეკონომიკის პირობებში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოზე და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში.

ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მოსახლეობასთან დაგეგმილი აქტიური კომუნიკაციისა და საუბრის საგანი ყველა შეხვედრაზე იქნება ორი რამ - რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა და ასევე ამოცანა, რომ ჩვენი მოსახლეობის, კერძო სექტორის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი არ გადიოდეს გარეთ, მაქსიმალურად რჩებოდეს ქვეყანაში, ხმარდებოდეს საკუთარ ჰიდროსადგურებს, იქ მომუშავე ადამიანებს და არა ქვეყნის გარეთ არსებულ სადგურებს და იქ დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს,”-ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მაცხოვრებელთა ნაწილმა ხელისუფლებას 14 მარტამდე მისცა ვადა, რათა ჰესის მშენებელმა კომპანია “ენკამ” ხეობა დატოვოს.


ნანახია: 232-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი