Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, 7 სოფლის მოსახლეობამ თავიანთი სოფლებისთვის პროექტები შეარჩია

თარიღი : 4-03-2021, 18:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად ზესტაფონში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

სოფლის კრებები, სადაც მოსახლეობა თავად ირჩევს საკუთარ დასახლებებში განსახორციელებელ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 4 მარტს, მუნიციპალიტეტის 7 სოფელში-სანახშირეში, ზედა წიფლავაკეში, მარტოთუბანში, საღვინეში, ქვ. წიფლავაკეში, შორაპანსა და ფუთში ჩატარდა.

საერთო კრების ფორმატში მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრიორიტეტულ პროექტთა შორისაა: წყლის სისტემის მოწყობა, საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათებების მოწყობა.

პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები, 5 მარტს დაგეგმილია:

5 მარტი

10 : 00 სთ - გაღმა ბოსლევი

11 : 00 სთ - გამოღმა ბოსლევი

12 : 00 სთ - ბეღლევი

14 : 00 სთ - მარჯვენა რკვია

15 : 00 სთ - მარცხენა რკვია

16 : 00 სთ - დიდწიფელა

17 : 00 სთ - დილიკაური, ქველეთუბანი

18 : 00 სთ - ზედა საქარა

მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 822 000 ლარი დაიხარჯება.


ნანახია: 154-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი