Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრემიერმა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრა დაავალა

თარიღი : 4-03-2021, 11:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.

მან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სთხოვა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ უშუალო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

„მინდა, გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილს. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, დასაბუთებული, პროფესიონალური, კვალიფიციური პასუხი. ვფიქრობ, აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი. ამიტომ, მინდა, ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ და დაიწყეთ უშუალო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა, ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეიძლება გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა ცხარე, შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა უპასუხონ.

„ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომლებიც ენერგეტიკის მიმართულებით არსებობს, შემდეგია: ყოველ წელს, მინიმუმ, საშუალოდ ასი მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება. რა თქმა უნდა, უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი, სწორედ ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ნანახია: 220-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღარიბაშვილმა ქალაქში მიმდინარე სხვა ინფრასტქრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა
ინცინდენტი მოხდა გურიაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ობიექტი დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა. ღარიბაშვილმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა,
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ

ამინდი