Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს-რაზე საუბრობს ირაკლი შენგელია?

თარიღი : 3-03-2021, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს. ირაკლი შენგელია საკრებულოს მიერ ხარჯების 70 000 ლარამდე შემცირებასა და იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რაც საკრებულომ პანდემიის პერიოდში გაატარა.

„მინდა გამოვეხმაურო ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიას. საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი რგოლის სახელით, კიდევ ერთელ ვაფიქსირებ მზაობას, რომ ყველა იმ საკითხზე, რაც იქნება საზოგადოების მხრიდან წამოჭრილი, მზად ვართ ღიაობის და ანგარიშვალდებულების ფარგლებში, მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გავცეთ. საქმიანობის გამჭვირვალობა არის ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი.

პანდემიის გავრცელების პირველივე ეტაპიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიწყო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თითოეული წევრი გაზრდილი ინტენსივობით იყო ჩართული მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციაში, იქნებოდა ეს გადაადგილებაში დახმარება, სასურსათო ნობათების დარიგება თუ სხვა, ერთობლივი გადაწყვეტილებით პირველივე ეტაპზე შემცირდა საწვავის ლიმიტები. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სრულად გავაუქმე ჩემთვის გამოყოფილი ლიმიტი სამი თვის განმავლობაში, ამასთან უარი ვთქვი სამსახურეობრივი ავტომობილის მომსახურებაზე და დღემდე ექსპლუატაციის ხარჯები ამ მიმართულებით არ გაწეულა. ამ შემცირებამ საშუალება მოგვცა 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, დაგვეზოგა 40 000 ლარი. გარდა ამისა პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით ხელფასის მესამედი გადაირიცხა კოვიდთან ბრძოლის ფონდში. იგივე ეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, გამოყოფილი 30 000 ლარიდან, საკრებულომ 2020 წელს დახარჯა 3437 ლარი.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და პირადად ჩემი ინიციატივით, საკრებულომ 2021 წლისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯები შეამცირა 70 000 ლარით და ეს თანხა მიმართული იქნა სატრანსპორო კომპანიის სუფსიდირებისთვის. საბიუჯეტო ცვლილებით შემცირდა საკრებულოს წარმომადგენლობითი, სამივლინებო, საოფისე და არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებული ხარჯები.

ამასთან 2021 წლის ბიუჯეტში გვაქვს ახალი პროგრამა, რომელიც უშუალოდ მიმართულია კოვიდ პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად, პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს. გარდა საერთო პროგრამისა შემუშავდა მიზნობრივი პროგრამები, ეს ეხება დისტანციური სწავლების პირობებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ინტერნეტით უზრუნველყოფის საკითხს. ამ მიმართულებით დისკუსია გრძელდება და საზოგადოებას ყოველთვის ექნება ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნობრიობით იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები,”-ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.


ნანახია: 241-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკრებულომ თავმჯდომარის მოადგილეები დეპუტატებმა 19-19 ხმით აირჩიეს.
კვლევაში ნათქვამია, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება ხარჯების 27,7-%-ს შეადგენს.

ამინდი