Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘თვითნასწავლი ვარ. პირველივე ჯერზე გამომივიდა და ვიფიქრე, რომ ჩემგან ილუზიონისტი დადგებოდა,’-ქუთაისელი ილუზიონისტი, რომელიც საგნებს აქრობს

თარიღი : 2-03-2021, 22:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისში მოღვაწე ილუზიონისტს გაგაცნობთ. სუხი ჩხაიძე უკვე 16 წელია ამ სფეროშია. გვიყვება, რომ ფოკუსების კეთება პატარა ასაკიდან დაიწყო. იმდენად გაიტაცა, ჰობი დღეს პროფესიად ექცა.

"ფოკუსების კეთება 13-14 წლიდან დავიწყე. ახლა ინტერნეტში ფოკუსების სწავლა თავისუფლად შეუძლიათ დამწყებ ილუზიონისტებს, მაშინ დიდად არ იყო შესაძლებელი. ტელევიზორში ვუყურებდი შოუებს, ვაკვირდებოდი და მომწონდა. მერე ფოკუსების წიგნიც შევიძინე. შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი ვარ. პირველივე ჯერზე გამომივიდა და ვიფიქრე, რომ ჩემგან ილუზიონისტი დადგებოდა. თავიდან ჰობი იყო ჩემთვის, შემდეგ იმდენად გამიტაცა და აზარტში შევედი, პროფესიად ვაქციე. დღესდღეობით ბევრი ფოკუსი ვიცი, ჩემითაც ვამატებ ახალ ფოკუსებს და ახალ ილუზიას ვქმნი მაყურებლისთვის. ზოგადად ასეა, როცა ბევრ ფოკუსს სწავლობ, თავადაც შეგიძლია შექმნა და დაამატო. ამისთვის ბევრი ვარჯიში გჭირდება და აუცილებელია, საკუთარ თავში დარწმუნებული იყო,"-ამბობს სუხი.

მონდომება, ხელის სისწრაფე და ვარჯიში - ეს ის ძირითადი თვისებებია, რაც ყველა ილუზიონისტს სჭირდება. ამბობს, რომ შეიძლება რაღაც მომენტში ფოკუსი არ გამოგივიდეს, მაგრამ ისე ოსტატურად უნდა შეასრულო, მაყურებელი ვერ მიხვდეს. ილუზიონისტობა მისთვის ხელოვნებაა და არა ტყუილი.

"ზოგადად, სხვადასხვა ჟანრის ილუზიონისტები არსებობენ. ზოგი სცენაზე დგამს ფოკუსებს, ზოგი ქუჩის ილუზიონისტია. მე ამ უკანასკნელს უფრო მივეკუთნები, ქუჩაში ვდგამ შოუებს, ვიღებ ვიდეოებს და ვდებ სოციალურ ქსელში. ვერ ვიტყვი, რომ ყველას მოსწონს ჩემი ფოკუსები, მაგრამ ჩემი მაყურებელი მყავს.

ვქმნი რაღაცის გაქრობის ან გაჩენის ილუზიას. ზოგადად ფოკუსი ილუზიაა, ხელის სისწრაფეზეა დამოკიდებული. ამბობენ, ილუზიონისტები იტყუებიანო, ჩვენ არ ვატყუებთ, ვაოცებთ მაყურებელს. ვქმნით ილუზიას, რომელსაც ადამიანები რაღაც მომენტში ვერ აფიქსირებენ,"-ამბობს ილუზიონისტი.

სუხი ჩხაიძე საკუთარი პროფესიით ქუთაისის თეატრებში მუშაობს. ამასთან, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის გასართობ ცენტრებსა და ბარებში შოუებს დგამს.

"ჩემს თავსაც ვირთობ, სხვასაც ვართობ და რაც მთავარია, ჩემი სამსახურია ეს. ვმუშაობ მესხიშვილისა და თოჯინების თეატრებში, სადაც თვითონ თოჯინებს ვათამაშებ, რაღაც ფოკუსებს ვაკეთებინებ. საინტერესო სანახავია. ამასთან, ვარ გასართობ ცენტრებსა და ბარებში, როგორც აქ, ისე საზღვარგარეთ. მოწვევები მაქვს უცხოეთიდან და ჩავდივარ ხოლმე, მაგრამ ამ პანდემიის გამო ვეღარ წავედი და პაუზა გამომივიდა.

ჩვენთან იმდენად არაა ეს პროფესია დაფასებული და განვითარებული. ერთ-ერთ პროექტში ჩემმა მეგობარმა, ილუზიონისტმა ლაშა გელაშვილმა რომ გაიმარჯვა, მას შემდეგ დამწყები ილუზიონისტები უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ საქმით, ერთგვარი მოტივაცია მიეცათ და დაიწყეს აქტიურად შესწავლა. დიდი სურვილი მაქვს, უფრო მეტად დაფასდეს ეს პროფესია. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვჩერდები და მუდმივად ვმუშაობ ჩემს თავზე,"- ამბობს სუხი.
https://i.postimg.cc/vBS5606d/F2-E88-E73-45-F7-4-BB1-93-B2-65-D793-FE6-CAB.jpg
ჩვენს რესპონდენტს საინტერესო ჰობი აქვს - სხვადასხვა ნივთების კოლექციას აგროვებს, რომლის შესახებაც თავად გვიყვება.

"მიყვარს კოლექციის შეგროვება, კარტებს, ქუდებს, ინვენტარებს ხშირად ვიძენ ხოლმე. ამ კარტებს არ ვიყენებ, თუმცა კოლექციაში ვინახავ და ვიდეოებს ამის ფონზე ვიღებ. ქუდები, კეპები კი ჩემი სტილია, ამიტომ სულ ვიძენ, სადღაც 50-მდე მექნება, ერთი ამდენი გაჩუქებული მაქვს,"-ამბობს სუხი.

სამომავლოდ, ქუთაისელი ილუზიონისტი ილეთების დახვეწასა და ამ სფეროში უფრო მეტად განვითარებას გეგმავს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 293-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი