Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერის მოადგილე მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი თემის მოსახლეობას შეხვდა

თარიღი : 2-03-2021, 18:44 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში, მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში რვა სოფელი შედის - მოლითი, ქვები, ბაბი, ჭარტალი, დეისი, ბეჟათუბანი, ანიულა და ნებოძირი.

დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ზემოთ აღნიშნულ ყველა სოფელში შედგა. შეხვედრებს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი უძღვებოდა.
https://i.postimg.cc/76yX2Vtf/482611-D1-763-A-4443-98-D1-24526-E6-C6-CB3.jpg
მოსახლეობამ ერთმანეთთან კონსულტაციების შედეგად შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

მოლითი - 12 000 ლარი - გზის შეკეთება, წყლის მილების შეძენა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ანიულა - 10 000 ლარი - წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ბეჟათუბანი - 10 000 ლარი - გზის შეკეთება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, წყლის მილების შესყიდვა;

ნებოძირი - 10 000 ლარი - გარე განათების სისტემის მოწყობა, წყლის მილების შესყიდვა;

ქვები - 12 000 ლარი - საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება(ზედა ქვები), გარე განათების სისტემის მოწყობა(ქვედა ქვები);

ჭარტალი - 10 000 ლარი- გზის შეკეთება, წყლის სისტემის მოწყობა, საფეხმავლო გზის ნაპირზე მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის მოწყობა;

ბაბი - 10 000 ლარი- საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება, წყლის მილების შესყიდვა;

დეისი - 10 000 ლარი - გარე განათების მოწყობა, წყლის მილების შესყიდვა.


ნანახია: 354-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი