Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალი სივრცე ქუთაისში, სადაც განსხვავებული პროფესიის ადამიანები, ფრილანსერები, ქალაქის დროებითი ვიზიტორები, სტუდენტები და სხვები ერთ ჭერქვეშ მუშაობენ

თარიღი : 2-03-2021, 18:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში სამუშაო სივრცე "ზეტი" გაიხსნა. ეს არის ახალი სივრცე ქალაქში, სადაც განსხვავებული პროფესიის ადამიანები, ფრილანსერები, ქალაქის დროებითი ვიზიტორები, სტუდენტები და სხვები ერთ ჭერქვეშ მუშაობენ. ამასთან, სრულიად განსხვავებული ინტერესების, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანები ქმნიან კავშირებს. უფრო დეტალურად ქუთაისში არსებული ახალი სივრცის შესახებ Topnews.com.ge-სთან მისი ხელმძღვანელი, გიორგი გვაზავა საუბრობს.

"პირველად თბილისში გავხსენი ეს სივრცე. მერე დავფიქრდი გაფართოვებაზე, რეგიონებშიც ჰქონოდათ ახალგაზრდებს მსგავსი სივრცე განვითარებისთვის. მიზანი შემდეგია: ახალგაზრდები, ვინც დისტანციურად მუშაობენ და სახლში არ აქვთ ისეთი გარემო, რომ კონცენტრირდნენ, ამასთან, თუ ახალი დაფუძნებულია ფირმა და არ აქვთ საშუალება პირველ ეტაპზე რაღაც წარმომადგენლობითი ოფისი გახსნან, შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს სივრცეში, დასხდნენ და კომფორტულ, მშვიდ გარემოში იმუშაონ, თან კომუნიკაცია ჰქონდეთ მათთან, ვინც ანალოგიურად ადგილზე, დისტანციურად მუშაობენ. ანუ, განვითარდნენ და სხვადასხვა სპეციალობით მომუშავე ადამიანებმა ერთმანეთს გარკვეული რეკომენდაციები, რჩევები მისცემენ,"-ამბობს გვაზავა.

მისივე თქმით, სივრცე ღიაა 24/7-ზე და მომხმარებლები დროში შეზღუდულები არ არიან. სივრცე ქუთაისში ნოემბერში გაიხსნა, თუმცა პანდემიის გამო მუშაობა შეჩერებული იყო. შეზღუდვების მოხსნის პარალელურად კი სხვადასხვა აქტივობის განხორციელება უკვე დაიწყო.
https://i.postimg.cc/QCVPnVX5/B6229920-B31-A-449-E-9252-2-B0061-CEE2-CD.jpg

"ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ, დასხდნენ და იმუშაონ, თუნდაც ღამის 3-4 საათზე ან დილის 8 საათზე. ორ პაკეტს ვთავაზობთ: არის საზიარო მაგიდა (120 ლარი) და ფიქსირებული, როდესაც კონკრეტული ადგილი გაქვს გამოყოფილი სივრცეში (200 ლარი). ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ნივთები, მონიტორი, კომპიუტერი და ა.შ. ადგილზე დატოვოთ. გეცოდინებათ რომ კონკრეტული ადგილი გაქვთ და სხვა არავინ დაჯდება იქ. ჩვენ ვთავაზობთ ინტერნეტს, პრინტერს, დასუფთავებას, ფოსტას, კომუნალურ და სხვა საოფისე ადმინისტრაციულ მომსახურებებს. ჩვენი პრიორიტეტია ხელმისაწვდომოდა, რადგან გათვლილია ძირითადად სტარტაპებისთვის, მათთვის ვინც ახლა იწყებს ბიზნესს. გარემოს მოპირკეთებაც სპეციალურია, რომ ხმაური არ იყოს. ვიზრუნეთ განათებაზეც, გვაქვს ისეთი ნათება, რომელიც სამუშაოდ მისაღებია. არც ძალიან თბილია, რომ არ მოდუნდეს ადამიანი და არც ძალიან გადანათებული, შუქმა კონცენტრაციაში ხელი რომ არ შეუშალოთ. გვაქვს პატარა სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია ტექნიკით და შეგიძლიათ მოიხმაროთ. ამასთან, განტვირთვისთვისაც ექნებათ საშუალება მომხმარებლებს.

გეტყვით იმასაც, რომ კვირაობით ვხვდებით ქუთაისელ პროგრამისტებსა და დეველოპერებს, ჩავინიშნეთ მათი სჭიროებები. იმისთვის რომ უცხოეთიდან მიიღონ დაკვეთები, სჭირდებათ ინგლისურში მეტი პრაქტიკა, ამიტომ გადავწყვიტეთ შევქმნათ პატარა ჯგუფები (6-7 კაციანი). უცხოელ პედაგოგთან ერთად გაივლიან პრაქტიკებს და გავუმარტივებთ მუშაობას. მსგვასს აქტივობებს მომავალშიც ვგეგმავთ, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანებს დასაქმდნენ და მაღალანაზღაურებადი შემოსავალი ჰქონდეთ, აღარ მოუწიონ ქუთაისის დატოვება და ადგილზე დასაქმდნენ," - აცხადებს გიორგი გვაზავა.

სივრცეს ქუთაისში ანა შალიკიანი მასპინძლობს, რომელიც Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ აღნიშნული ქუთაისში უალტერნატივო სივრცეა.

“სფეის ზეტს აქვს აქვს უნიკალური ნიშა ქალაქში. ეს არის ადგილი, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ ახალი კორპორატიული კულტურით, მუშაობის თანამედროვე მოდელით. აქ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიძლება შეიკრიბნონ, ყველამ თავისი საქმე აკეთოს ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად, კომფორტულ გარემოში და ამასთან, დაამყარონ ახალი, საინტერესო და საჭირო კავშირები. ეს დეტალები უფრო სასურველს ხდის ასეთ სივრცეებში მუშაობას.

პანდემიის დროს ბევრი გადაერთო დისტანციურ მუშაობაზე, თუმცა, ელემენტარული სამუშაო პირობები მაინც გვჭირდება. ეს სივრცე ზუსტად ამ ტიპის საჭიროებას პასუხობს, ძალიან ხელმისაწვდომ ფასად (ქალაქის ბაზრის გათვალისწინებით). უნდა ითქვას, რომ ამ სივრცეს აქვს პრეტენზია, გახდეს საგანმანათლებლო კერა და დასაქმების ხელშეწყობის რგოლიც, რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება არის - პროგრამირება, ვებ-დეველოპმენტი. მსგავსი სივრცეების მომხმარებლები, ძირითადად პროგრამისტები არიან, ამიტომ პრაქტიკულად, უკვე დაწყებულია პროგრამირებაზე მიმართული სასწავლო მოდულის შექმნა, რომელიც დაეხმარება ამ სფეროში შემოსულ დამწყებ კადრებს პროფესიულ ორიენტაციაში, ინგლისური კომპენტენციის გაძლიერებასა და კონკრეტულ დამკვეთებთან კავშირების დამყარებაში. ამ მიდგომით შესაძლებელი გახდება მათი სწრაფი დასაქმება და მსხვილი შეკვეთების მიღება. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიმართულება, რის შეთავაზებასაც მომხმარებლისთვის ვგეგმავთ,”-ამბობს ანა შალიკიანი.

სივრცე გრიშაშვილის #7-ში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 672-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი