Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოსახლეობის აქციის შემდეგ, რიონის ხეობაში, ჰესის სამშენებლო სამუშაოები არ განუახლებიათ

თარიღი : 1-03-2021, 22:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რიონის ხეობაში ნამახვანჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოები დღეს არ განახლებულა. როგორც Topnews.com.ge-სთან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, მათ კომპანიისგან ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ. ადგილობრივები დანებებას არ აპირებენ და ბრძოლას აგრძელებენ. ისინი კომპანიის მიერ რიონის ხეობის დატოვებას ითხოვენ.

"ამ დილით სამუშაოები არ განუახლებიათ, რა ხდება არ ვიცი. რაიმე ოფიციალური პასუხი ჯერ მათგან არ მოგვისმენია.

აქციის შემდეგ გუშინ, 80-მდე ადამიანმა გავათიეთ ღამე კარვებში, ახლაც აქ ვართ. ბევრი ადამიანია სხვადასხვა კუთხიდან და დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ გუშინაც ვთქვით აქციაზე და დღესაც გავიმეორებთ: თუ მოთხოვნებს არ შეასრულებენ, ისევ შევიკრიბებით ფართომასშტაბიანად ქუთაისში და მოვახდენთ ქალაქის პიკეტირებას. დავდგებით მოედანზე და აღარ წავალთ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ,"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში, მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ ბათილად სცნონ მათ მიერ გაცემული ნებართვა და კომპანია "ენკამ" რიონის ხეობა დატოვოს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1426-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი