Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, ლაშის თემის მოსახლეობა სოფლისთვის გამოყოფილი თანხით საუბნო გზებს მოაწესრიგებს

თარიღი : 1-03-2021, 21:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.

სოფლის საერთო კრებები დღეს ლაშის ადმინისტრაციული ერთეულის ხუთივე სოფელში ჩატარდა. კრებას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი უძღვებოდა.

ლაშის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, თემის სოფლებისთვის გამოყოფილი 52 ათასი ლარი სრულად მოხმარდება საუბნო გზების მოხრეშვა-მოწესრიგებას.

თითოეულ სოფელში - ლაშე, უჩამეთი, იგორეთი, ღვერკი, ხემაღალი - გაფორმდა კრების გადაწყვეტილების ოქმი, სადაც მოსახლეობამ ხელმოწერებით დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილება.

სოფლის საერთო კრებები ხვალ, 2 მარტს, მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩატარდება.


ნანახია: 232-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი