Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წიგნები, რომლებსაც მკითხველი ბიბლიოთეკიდან სახლში წაიღებს, დაბრუნების შემდეგ 72-საათიან კარანტინს გაივლის

თარიღი : 1-03-2021, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეიდან, 1-ლი მარტიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისში ფუნქციონირება აღადგინა მუზეუმებმა. როგორც Topnews.com.ge-თვის გახდა ცნობილი, პირველ ვიზიტორს ხვალ მუზეუმისგან პატარა საჩუქარი ელოდება.

"დღეიდან მუზეუმები იხსნება. საგამოფენო სივრცეებში კი ვიზიტორებს ხვალ, დილის 10 საათიდან ვუმასპინძლებთ. დღეს მზადება მიმდინარეობს ახალი გამოფენისთვის, ფონდები გაიღო და ხვალ, პირველი ვიზიტორისთვის გვაქვს ასეთი მცირე საჩუქარი: ვინც პირველი შემოვა, მას გადაეცემა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომების კრებული,"-აცხადებენ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.

მუშაობა განაახლა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკამ და მისმა ფილიალებმაც. როგორც საჯარო, ისე ქსელი, მკითხველს 10:00-18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა მოემსახურება.

"დღეს გავიხსენით, დაცულია ყველა რეგულაცია. გვაქვს შეძენილი პირბადეები, დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები და ა.შ. იმ წიგნებს, რომლებსაც გავატანთ მკითხველებს, 72 საათიანი შუალედით აღარ გავცემთ. სხვა ეგზემპლარებს გავცემთ მომხმარებლებზე.

თითქმის ერთი წელი მკითხველისთვის დაკეტილები ვიყავით, თუმცა შიდა სამუშაოები გვქონდა. დარბაზი განვაახლეთ, ახალი ინვენტარი შემოვიტანეთ საჯაროში. ახლა სხვა ფილიალებსაც მივხედავთ ეტაპობრივად,"-განაცხადა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა გია ქობალიანმა Topnews.com.ge-სთან საუბარში.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა ქუთაისის ბაგა-ბაღებშიც. დღეს ბაღებში 2471 აღსაზრდელი გამოცხადდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 157-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით მეშვიდე საერთაშორისო სამეცნერო კონფერენცია ტარდება.

ამინდი