Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 37 საბავშვო ბაღიდან სწავლა 34 ბაღში განახლდა

თარიღი : 1-03-2021, 11:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ქუთაისში არსებულმა საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება განაახლეს.

ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შემავალი 37 საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელები დღეს 34-მა ბაღმა მიიღო. სამ ბაღში სასწავლო პროცესის განახლება დროებით გადაიდო, რადგან გეგმიური ტესტირების შედეგად 3 თანამშრომელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

ბაღებში დღეს 2471 აღსაზრდელი გამოცხადდა. ჯამში ქუთაისის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება 8500 აღსაზრდელს ემსახურება. როგორც ადგილზე აცხადებენ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყველა რეგულაცია დაცულია და საბავშვო ბაღში პატარების მიყვანა საფრთხეს არ წარმოადგენს.

“ბაღებში აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოა. ტარდება დეზინფექცია და თერმოსკრინინგი. ყველა თანამშრომელს უკეთია პირბადე. ძალიან გახარებულები არიან ჩვენი აღსაზრდელები. 2471 აღსაზრდელი გამოცხადდა დღეს. ძალიან კარგი გამოცხადებაა, ცოტა ამინდმაც შეუშალათ ხელი, თორემ ნახევარს ველოდით. სავარაუდოდ, ხვალისთვის უფრო მეტი მოვა. ასე რომ, სულმოუთქმელად ველოდებით ჩვენს აღსაზრდელებს,"-განაცხადა ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 165-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი