Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მძღოლები საწვავის გაიაფებისთვის ხელისუფლებას ორ დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციითა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან

თარიღი : 27-02-2021, 15:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საწვავზე ფასის ზრდა მორიგი აქციით გააპროტესტეს. ავტომობილების მფლობელები, ტაქსის მძღოლები და აქტივისტები რკინიგზის სადგურზე შეიკრიბნენ და ავტომსვლელობა მოაწყეს. მათ პროტესტის ნიშნად, ავტომობილები ბენზინგასამართ სადგურებზე გააჩერეს და საყვირების ფონზე, საწვავის გაიაფება მოითხოვეს, ხელისუფლებას კი რეაგირებისკენ მოუწოდეს.

აქციას პოლიტიკური პარტიის წევრებიც შეუერთდნენ.

საწვავის გაიაფების მოთხოვნით, ქუთაისში აქცია რამდენიმე დღის წინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ორ დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციას აანონსებენ და თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 214-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი