Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

6 შეზღუდვა, რომელიც პირველი მარტიდან მოიხსნება

თარიღი : 27-02-2021, 10:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის ეკონომიკის გახსნის გეგმა წარადგინა.

გეგმის თანახმად, ორშაბათიდან რამდენიმე რეგულაცია კიდევ მოიხსნება.

კერძოდ, 1-ლი მარტიდან, ორშაბათიდან:

კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;

ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა;

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ;

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც მოქალაქეებს საქართველოში საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლა შეეძლებათ, 6 ქვეყანა ემატება. ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.


ნანახია: 225-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი