Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქართველებო, დაანებეთ თავი მუშაობას და წადით სახლში,’-ინცინდენტი ნამახვანჰესის მშენებლობაზე

თარიღი : 26-02-2021, 19:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ქართველებო, დაანებეთ თავი მუშაობას და წადით სახლში” – ასე მიმართავდნენ დღეს, ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპანიაში დასაქმებულ ადგილობრივებს. მათი თქმით, კომპანია “ენკასთვის” მუშაობა ქვეყნის ღალატია.

"დროებითი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ნამოხვანჰესების კასკადის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ მივედით, მუშებს მოვუწოდებდით, დაანებონ მუშაობას თავი და წავიდნენ, რასაც მცირედი ხმაური მოჰყვა. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი. როგორც კი ვუახლოვდებით სამშენებლო მონაკვეთს, სპეცრაზმიც მაშინვე მოდის, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ მოხდეს. ჩვენ არც ვაპირებთ ფიზიკურად ვინმეს დავუპირისპირდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, პოლიცია აკონტროლებს სიტუაციას,"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, 28 თებერვალს, სოფელ ოფურჩხეთში, "ენკას" ოფისთან აქცია გაიმართება. ადგილობრივები 13:00 საათზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ მოითხოვენ, დატოვოს კომპანია "ენკამ". ადგილობრივები დანებებას არ აპირებენ და უკვე 125-ე დღეა, პროტესტის ნიშნად ღამეებს კარვებში ათევენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 633-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი