Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საცურაო აუზი ‘ცისფერი ლაგუნა’ 15 მარტიდან მუშაობას განაახლებს

თარიღი : 25-02-2021, 16:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული საცურაო აუზი "ცისფერი ლაგუნა” 15 მარტიდან მუშაობას განაახლებს.

საცურაო აუზი კერძო სკოლა "მერმისს" ეკუთვნის. საკითხზე Topnews.com.ge-სთან სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ლალი აბაშიძე საუბრობს.

"15 მარტიდან საცურაო აუზს გავხსნით. როგორც იცით, საქართველოს მთავრობამ ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ჩვენს მოსწავლეებს ძალიან უხარიათ, მათთვის ერთგვარი გართობაა ეს, ხალისობენ. ბედნიერები არიან, რომ დაემატებათ ცურვის გაკვეთილები. ჩვენი აუზი ღია იქნება გარე მომხმარებლებისთვისაც. ბევრს ცურვა ჯანმრთელობისთვის სჭირდება, ამიტომ მათთვისაც სასიხარულო აღმოჩნდა ეს ინფორმაცია, ელოდებოდნენ. რაც შეეხება აბონემენტის საფასურსს, ცოტა შეიძლება მოიმატოს, რადგან ელექტროენერგია გაძვირდა და ჩვენც იძულებულები ვართ ცოტა გავზარდოთ ღირებულება,"-განაცხადა ლალი აბაშიძემ.

მისივე თქმით, სკოლა "მერმისში" მოსწავლეების დასწრება მაღალია და სწავლა რეკომანდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

"დასწრება კარგია. ვიცავთ ყველა რეგულაციას. დღესაც ჩავატარეთ მასწავლებლებში მეორე ტესტირება და აბსოლუტურად ყველა ჯანმრთელია. რაც შეეხება მოსწავლეებს, ვთხოვთ მშობლებს, რომ ბავშვს თუ რაიმე სიმპტომი ექნება, არ გამოუშვან სკოლაში. მადლობა ღმერთს, ჩვენთან კოვიდის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინაა. ყოველ შემთხვევაში, რა რეკომენდაციებიც გვაქვს, ყველას ვიცავთ. მომარაგებული გვაქვს შესაბამისი სამედიცინო ინვენტარიც,"-განაცხადა ლალი აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა 25 თებერვლიდან დაიწყო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 268-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერის განცხადებით, ქუთაისში ახალი საცურაო აუზის არსებობა აუცილებელია.

ამინდი