Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მერი სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე: საკმაოდ კარგი პროექტები გამოგვდის მოსახლეობასთან ერთად, კმაყოფილია მოსახლეობა

თარიღი : 24-02-2021, 18:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" აქტიურად ხორციელდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, საპროექტო წინადადებების მიღება როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით ხდება. შეხვედრები საერთო კრების ფორმატში მუნიციპალიტეტის 37-ვე სოფელში ტარდება.

"ეს პროგრამა მეორე წელია ზედიზედ რაც მიმდინარეობს. პროექტების შერჩევაში მოსახლეობა სრულიად დამოუკიდებელია. მათ შეუძლიათ წერილობით მოგვმართონ, თუმცა არც კრების მიმდინარეობის დროს არიან შეზღუდული დაასახელონ გარკვეული პროექტები. ხმათა უმრავლესობით, თვითონ რასაც უპირატესობას მიანიჭებენ, იმის განხორციელება ხდება. შეკრებები უკვე დავიწყეთ და რამდენიმე სოფელში ჩავატარეთ. სულ 37 შეკრება ტარდება ხონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ზოგი გარე განათებას ითხოვს, ზოგი მინი სტადიონის რეაბილიტაციას ან სკვერებში საბავშვო ატრაქციონების მოწყობას. არის სხვადასხვა შენობის კეთილმოწყობასთან ან სასაფლაოსთან დაკავშირებული საკითხები, შემოღობვა და ა.შ. ასევე ითხოვენ ბეტონის გზის საფარის გაკეთებას გზის გარკვეულ მონაკვეთებზე. მოკლედ, ბევრი პატარ-პატარა საკითხის მოგვარებას მოიცავს ეს პროგრამა. გუშინ ივანეთში მქონდა შეკრება, სულ ამ სოფელზე ჯამში 20 000 ლარი იყო გამოყოფილი, 4 პროექტი აირჩიეს და თანაბრად გაიყო თანხა. ასე რომ, 4 პატარ-პატარა პროექტს მოხმარდება.

ეს პროგრამა სოფლის მცხოვრებლებს გარკვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. პრიორიტეტებსაც თავად არჩევენ, რა უნდა გაკეთდეს ამ ეტაპზე. მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. არის შემთხვევა, როცა გარკვეულ პროექტს წამოიწყებენ, ამ პროგრამით განსაზღვრული თანხა არაა საკმარისი, ამდენად, მათი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვცდილობთ, დამატებითი თანხები მოვიძიოთ და მივეხმაროთ, რათა ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. საკმაოდ კარგი პროექტები გამოგვდის ერთად, კმაყოფილია მოსახლეობა,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

მისივე თქმით, გასული წლის მსგავსად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ხონის მუნიციპალიტეტზე 470 000 ლარია გამოყოფილი.

დასაფინანსებელ პროექტებს შორისაა: სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების მოწყობა; სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზებისა და გზისპირა მოსაცდელების მოწესრიგება; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათების ქსელის მოწყობა; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა; ამბულატორიის შენობების რეაბილიტაცია; სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოედნებისათვის ინვენტარის შეძენა; სკვერებისა და სველი წერტილების შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, წისქვილებისა და მინი-ჰესების რეაბილიტაცია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 445-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი