Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალგაზრდა ექიმი ქუთაისიდან, რომლის ანგარიშზე უკვე არაერთი გადარჩენილი სიცოცხლეა

თარიღი : 23-02-2021, 19:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge


უკვე ოთხი თვეა, რაც ახალგაზრდა ექიმი საბა ჩხიკვაძე ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრ “ლჯ და კომპანიაში”, რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობს. სამედიცინო დაწესებულების გუნდს იმ დროს შეუერთდა, როდესაც ქვეყანაში კოვიდინფექციის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.

საბა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია. თავდაპირველად ნეიროქირურგობაზე ფიქრობდა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებულმა პერიოდმა საბოლოოდ რეანიმატოლოგობა გადააწყვეტინა.

ამბობს, რომ უკვე “მოიწამლა” იმ განცდით, რაც ექიმისთვის პაციენტისა და სიცოცხლის გადარჩენას მოაქვს.

ახალგაზრდა ექიმი წარმატების მიღწევის გზად 24-საათიან, მუხლჩაუხრელ შრომას ხედავს და თანატოლებსაც, რომელთაც თავიანთ საქმეში შედეგის ხილვა სურთ, ანალოგიურს ურჩევს.

ვიდეო მომზადდა პროექტ "Youth Media"-ს ფარგლებში. პროექტს იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.


ნანახია: 552-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.

ამინდი